არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

13—19 აპრილი

დაბადება 31

13—19 აპრილი

ღვთის სიტყვის საუნჯე

  • იაკობმა და ლაბანმა მშვიდობის შეთანხმება დადეს: (10 წთ.)

    • დაბ. 31:44—46 — იაკობმა და ლაბანმა ქვები დაახვავეს და შეთანხმების ნიშნად პური ჭამეს (it „გალაადი“ ¶3).

    • დაბ. 31:47—50 — მათ ამ ადგილს „გალაადი“ და „საგუშაგო კოშკი“ უწოდეს (it „საგუშაგო კოშკი“ ¶3).

    • დაბ. 31:51—53 — მათ შეჰფიცეს ერთმანეთს, რომ მშვიდობა ექნებოდათ ურთიერთ შორის.

  • გამოიკვლიე ღვთის სიტყვის სიღრმეები: (10 წთ.)

    • დაბ. 31:19 — რატომ შეიძლებოდა რახელს მოეპარა თერაფიმები, რომლებიც მამამისს ეკუთვნოდა? (it „თერაფიმი“).

    • დაბ. 31:41, 42 — როგორც იაკობის მაგალითიდან ჩანს, როგორი ურთიერთობა უნდა გვქონდეს იმ დამსაქმებელთან, „რომლის გულსაც ადვილად ვერ მოიგებ“? (1 პეტ. 2:18; w13 3/15 21 ¶8).

    • რა გაიგეთ ამ კვირაში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთიდან იეჰოვას შესახებ, რომელ აზრს დაუკავშირებთ მსახურებას ან სხვა რა საინტერესო აზრს გაგვიზიარებთ?

  • ბიბლიის კითხვა: (4 წთ. ან ნაკლები) დაბ. 31:1—18 (th გაკვეთილი 10)

ქრისტიანული მსახურება

  • ვიდეორგოლი პირველი საუბრისთვის: (4 წთ.) განხილვა. აუდიტორიას უჩვენე ვიდეორგოლი. შემდეგ ჰკითხე: როგორ დაუკავშირა დამ ბიბლიური მუხლი მსჯელობის საგანს? როგორ ჩაუყარა მან საფუძველი განმეორებით მონახულებას?

  • პირველი საუბარი: (3 წთ. ან ნაკლები) თავიდან მიჰყევი საუბრის ნიმუშს. აჩვენე, როგორ შეიძლება განაგრძო საუბარი მასთან, ვინც სტანდარტული პასუხით სიტყვას გაწყვეტინებს. (th გაკვეთილი 4)

  • პირველი საუბარი: (5 წთ. ან ნაკლები) თავიდან მიჰყევი საუბრის ნიმუშს. შემდეგ შესთავაზე ბროშურა „სასიხარულო ცნობა“ და მე-5 გაკვეთილიდან დაიწყე ბიბლიის შესწავლა. (th გაკვეთილი 8)

ქრისტიანული ცხოვრება