არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ქრისტიანული ცხოვრება

რა არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?

რა არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?

იაკობს იმდენად სურდა იეჰოვას კურთხევის მიღება, რომ ანგელოზს შეერკინა (დაბ. 32:24—31; ოს. 12:3, 4). ჩვენზე რას ვიტყვით? ყველანაირად ვცდილობთ, დავემორჩილოთ იეჰოვას და მისგან კურთხევები მივიღოთ? მაგალითად, როგორ მოვიქცევით, თუ არჩევანის წინაშე დავდგებით — კრებაზე წავიდეთ თუ დამატებით ვიმუშაოთ? როცა ჩვენს დროს, ენერგიასა და სახსრებს ღვთისმსახურებისთვის არ ვიშურებთ, იეჰოვა კურთხევებს არ გვაკლებს (მალ. 3:10). ის გვხელმძღვანელობს, გვიცავს და ჩვენს საჭიროებებზე ზრუნავს (მათ. 6:33; ებრ. 13:5).

უყურე ვიდეოს „არ გადაიტანოთ ყურადღება სულიერი მიზნებიდან სხვა რამეზე“. შემდეგ უპასუხე ქვემოთ მოყვანილ კითხვებს:

  • როგორ ექცა ერთ დას რწმენის გამოცდად ის, რაც ძალიან უყვარდა?

  • როგორ შეიძლება სამუშაო რწმენის გამოცდად გვექცეს?

  • რატომ უნდა დაესახა ტიმოთეს ახალი მიზნები სულიერი წინსვლის მიუხედავად? (1 ტიმ. 4:16).

  • რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?

    როგორ ვაჩვენოთ, რა არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?