ქრისტიანული ცხოვრება
„მოიშორეთ უცხო ღმერთები“
მართალია, იაკობის დროს კერპთაყვანისმცემლობასთან დაკავშირებით კანონი ჯერ არ არსებობდა, მაგრამ მან იცოდა, რომ ღმერთი განსაკუთრებულ ერთგულებას იმსახურებდა (გამ. 20:3—5). როცა ღმერთმა უთხრა, ბეთელში დაბრუნებულიყო, იაკობმა ყველას უბრძანა, კერპები მოეშორებინათ. მან თავიდან მოიცილა ხალხის მიერ მიტანილი კერპები, მათ შორის საყურეები, რომლებსაც შესაძლოა თილისმად იყენებდნენ (დაბ. 35:1—4). იეჰოვა უეჭველად მოიწონებდა იაკობის საქციელს.
ჩვენ როგორ შეგვიძლია იეჰოვასადმი განსაკუთრებული ერთგულების გამოვლენა? უპირველესად უნდა მოვიშოროთ ნებისმიერი რამ, რაც კერპთაყვანისმცემლობასა და სპირიტიზმს უკავშირდება. ამასთანავე, უნდა მოვიცილოთ ოკულტიზმთან დაკავშირებული ნივთები და დიდი სიფრთხილით შევარჩიოთ გართობის სახეობები. ჰკითხე საკუთარ თავს: ხომ არ მსიამოვნებს ისეთი წიგნების კითხვა ან ფილმების ყურება, რომლებიც ზებუნებრივი ძალების, ვამპირებისა და ზომბების შესახებაა? უწყინარ გართობად ხომ არ წარმოაჩენენ მაგიას, ჯადოს ან წყევლას? ღვთის მსახურებმა თავი შორს უნდა დავიჭიროთ ყველაფრისგან, რაც იეჰოვას სძულს (ფსალმ. 97:10).
უყურე ვიდეოს „წინააღმდეგობა გაუწიეთ ეშმაკს“. შემდეგ უპასუხე ქვემოთ მოყვანილ კითხვებს:
-
რა პრობლემა შეექმნა ერთ ბიბლიის შემსწავლელს, სახელად პალესას?
-
რატომ უნდა მივმართოთ უხუცესებს დახმარებისთვის მსგავსი პრობლემის დროს?
-
რა უნდა მოვიშოროთ თავიდან, თუ გვინდა, რომ იეჰოვამ დაგვიცვას?
-
რა გადაწყვეტილება მიიღო პალესამ?
-
რისი გაკეთება შეგიძლიათ, რომ არ მოექცეთ დემონების გავლენაში?