შეთავაზების ნიმუშები
„გამოიღვიძეთ!“
შეეკითხე: ყველას გვინდა, კარგი ჯანმრთელობა გვქონდეს. თქვენი აზრით, როგორ შეგვიძლია დავიცვათ თავი დაავადებებისგან?
წაუკითხე: იგავ. 22:3.
შესთავაზე: „გამოიღვიძეთ!“-ის ამ ნომერში განხილულია, როგორ გამოვიჩინოთ წინდახედულობა და შევამციროთ დაინფიცირების რისკი.
ასწავლე ჭეშმარიტება
შეეკითხე: ღმერთია ჩვენი ტანჯვის მიზეზი?
წაუკითხე: იობ. 34:10.
დაანახვე ჭეშმარიტება: ღმერთი არასდროს იწვევს ადამიანთა ტანჯვას. ჩვენს ტანჯვას იწვევს ეშმაკი, ადამიანები, რომლებმაც არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს, ან დრო და შემთხვევა. როცა ვიტანჯებით, ღმერთი მზად არის, მხარში დაგვიდგეს. ის ნამდვილად ზრუნავს ჩვენზე.
„რატომ ვსწავლობთ ბიბლიას?“ (ვიდეორგოლი)
შეეკითხე: ფიქრობთ, რომ ღმერთი მართავს მსოფლიოს? [დაელოდე, გიპასუხოს]. შეიძლება გაგაოცოთ იმან, რასაც ბიბლია ამის შესახებ ამბობს. ამას ამ პატარა ვიდეორგოლიდან გაიგებთ [უჩვენე ვიდეორგოლი].
შესთავაზე: ამ წიგნის მე-11 თავში ახსნილია, თუ რატომ უშვებს ღმერთი ადამიანთა ტანჯვას და რას გააკეთებს მის აღმოსაფხვრელად [შესთავაზე წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია?“].
თავად შეადგინე შეთავაზება:
შეთავაზების ნიმუშების მიხედვით თავად შეადგინე შეთავაზება.