იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით
„მე წავალ! მე გამგზავნე!“
ესაიას მზადყოფნის სული ჩვენთვის სამაგალითოა. მან გამოავლინა რწმენა და გამოეხმაურა მოწოდებას, მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე არ იცოდა, რის გაკეთება მოეთხოვებოდა (ეს. 6:8). შეგიძლია მოახდინო ცვლილებები, რათა იმსახურო იქ, სადაც მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილებაა? (ფსალმ. 110:3). რა თქმა უნდა, გადაწყვეტილების მიღებამდე მნიშვნელოვანია, წინასწარ გამოთვალო ხარჯები (ლუკ. 14:27, 28). იყავი მზად, რომ სამქადაგებლო საქმისთვის მსხვერპლი გაიღო (მათ. 8:20; მარ. 10:28—30). ვიდეორგოლი „ეს ოჯახი გადავიდა იქ, სადაც დიდია მოთხოვნილება მაუწყებლებზე“ ადასტურებს, რომ იეჰოვას მსახურებაში მიღებული კურთხევები ჩვენ მიერ გაღებულ ნებისმიერ მსხვერპლზე გაცილებით მეტია.
ვიდეორგოლის ყურების შემდეგ უპასუხე ქვემოთ მოცემულ კითხვებს:
-
რა მსხვერპლი გაიღო უილიამზების ოჯახმა, რათა მსახურებისთვის ეკვადორში გადასულიყვნენ?
-
რაზე დაფიქრდნენ ისინი, ვიდრე გადაწყვეტდნენ, სად ემსახურათ?
-
რა კურთხევები მიიღეს მათ?
-
სად შეგიძლია მეტი ინფორმაციის ნახვა ისეთ ადგილებში მსახურებაზე, სადაც მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილებაა?
მომდევნო ოჯახური თაყვანისცემის დროს იმსჯელეთ შემდეგ კითხვებზე:
-
როგორ შეგვიძლია მსახურების გაფართოება? (km 8/11 4—6)
-
რის გაკეთება შეგვიძლია ჩვენი კრების დასახმარებლად, თუ ვერ გადავალთ იქ, სადაც მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილებაა? (w16.03 23—25)