დავიხვეწოთ ქადაგებაში
წიგნით „დარჩით ღვთის სიყვარულში“ შემსწავლელი ნასწავლის თანახმად მოქმედებისკენ აღძარით
რატომ არის მნიშვნელოვანი: ადამიანებმა უნდა ისწავლონ იეჰოვას ნორმები და მათ თანახმად იცხოვრონ, რომ მათი თაყვანისმცემლობა მოსაწონი იყოს ღვთისთვის (ეს. 2:3, 4). წიგნი „ღვთის სიყვარული“, რომელიც ბიბლიის შესასწავლად განკუთვნილი მეორე სახელმძღვანელოა, ანახვებს შემსწავლელებს, როგორ გამოიყენონ ბიბლიური პრინციპები ყოველდღიურ ცხოვრებაში (ებრ. 5:14). შესწავლის დროს ჩვენი მიზანი უნდა იყოს, შევეხოთ შემსწავლელების გულს, რათა სათანადო მოტივაცია ჰქონდეთ ცვლილებების მოსახდენად (რომ. 6:17).
როგორ მოვიქცეთ:
-
კარგად მოემზადე შესწავლისთვის. მომზადების დროს მხედველობაში გქონდეს შემსწავლელის საჭიროებები. შეარჩიე კითხვები, რომელთა დახმარებითაც გაიგებ, თუ რას ფიქრობს შემსწავლელი განხილულ მასალაზე (იგავ. 20:5; be 259).
-
გამოიყენე ჩარჩოები იმის დასანახვებლად, თუ რა სიკეთე მოაქვს ბიბლიური პრინციპების თანახმად მოქმედებას.
-
ასწავლე შემსწავლელს სინდისის საკითხებზე მსჯელობა, თუმცა მის ნაცვლად ნუ მიიღებ გადაწყვეტილებებს (გალ. 6:5).
-
დაუკვირდი, ბიბლიის რომელი პრინციპების გათვალისწინება უჭირს შემსწავლელს. რბილად და ტაქტიანად მოუწოდე მას, იეჰოვასადმი სიყვარულით აღძრულმა მოახდინოს ცვლილებები (იგავ. 27:11; იოან. 14:31).