იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით
დავიხვეწოთ ქადაგებაში — დავეხმაროთ მარადიული სიცოცხლისთვის განწყობილებს, გახდნენ მოწაფეები
რატომ არის მნიშვნელოვანი: იეჰოვა გაზრდის მათ გულებში ჩათესილ ჭეშმარიტების თესლს, ვინც მარადიული სიცოცხლისთვისაა განწყობილი (საქ. 13:48; 1 კორ. 3:7). ჩვენ იეჰოვასთან ერთად ვთანამშრომლობთ, როცა მსახურების დროს ძირითადი ყურადღება მათზე გადაგვაქვს, ვინც ეხმაურება სასიხარულო ცნობას და ნასწავლს ცხოვრებაში იყენებს (1 კორ. 9:26). ჩვენ უნდა დავანახვოთ მათ, რომ მონათვლა აუცილებელია, რათა ხსნა მოიპოვონ (1 პეტ. 3:21). ბიბლიის შემსწავლელები მოწაფეები რომ გახდნენ, უნდა ვასწავლოთ მათ, როგორ იქადაგონ და ასწავლონ სხვებს, და დავანახვოთ, რომ აუცილებელია, ცვლილებები მოახდინონ და თავი მიუძღვნან იეჰოვას (მათ. 28:19, 20).
როგორ მოვიქცეთ:
-
ხშირად შეახსენე ბიბლიის შემსწავლელს, რომ შესწავლის მიზანია, დავეხმაროთ მას, უკეთ გაიცნოს იეჰოვა და მის მოსაწონად იცხოვროს (იოან. 17:3).
-
სულიერ წინსვლაში რომ დაეხმარო, მხარში ამოუდექი შემსწავლელს, რათა სხვადასხვა სირთულე გადალახოს, მაგალითად, ცუდი ჩვევები მოიშოროს ან ცუდ საზოგადოებას ჩამოშორდეს.
-
განამტკიცე და გაამხნევე ის არა მხოლოდ მონათვლამდე, არამედ მონათვლის შემდეგაც (საქ. 14:22).
უყურე ვიდეოს „იეჰოვა დაგეხმარება“ და უპასუხე ქვემოთ მოყვანილ კითხვებს:
-
რის გამო შეიძლება იკავებდეს ზოგი თავს მიძღვნისა და მონათვლისგან?
-
როგორ შეუძლიათ უხუცესებს სულიერ ზრდაში დაეხმარონ ბიბლიის შემსწავლელებს?
-
რას ვიგებთ იეჰოვას შესახებ ესაიას 41:10-დან?
-
რომელი თვისებები გვეხმარება, არასრულყოფილების მიუხედავად იეჰოვას მოსაწონად ვიმსახუროთ?