ღვთის სიტყვაზე დაყრდნობით მიღებული ერთსულოვანი გადაწყვეტილება
რას ვსწავლობთ იქიდან, თუ როგორ გადაწყდა წინადაცვეთის საკითხი?
15:1, 2 — უნდა გამოვავლინოთ თავმდაბლობა და მოთმინება. ნაცვლად იმისა, რომ თავად მოეგვარებინათ წამოჭრილი საკითხი, პავლემ და ბარნაბამ იეჰოვას ორგანიზაციას მიმართეს ხელმძღვანელობისთვის.
15:28, 29 — უნდა მივენდოთ იეჰოვას ორგანიზაციას. კრების წევრები დარწმუნებულები იყვნენ, რომ იეჰოვა ხელმძღვანელობას გაუწევდა მათ წმინდა სულისა და იესო ქრისტეს მეშვეობით.
16:4, 5 — უნდა ვიყოთ მორჩილები. კრებები მტკიცდებოდნენ და იზრდებოდნენ, რადგან ითვალისწინებდნენ ხელმძღვანელი საბჭოს მითითებებს.