იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით
დავიხვეწოთ ქადაგებაში — მოარგე შეთავაზებები შენს ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხს
რატომ არის მნიშვნელოვანი: ცხებულები და სხვა ცხვარი ყველა ადამიანს მოუწოდებენ, უსასყიდლოდ აიღონ „სიცოცხლის წყალი“ (გამოცხ. 22:17). ამ სიმბოლური წყლით წარმოდგენილია ყველაფერი, რითაც იეჰოვა მორჩილ ადამიანებს ცოდვისა და სიკვდილის მონობისგან დაიხსნის. ჩვენ სხვადასხვა რწმენისა თუ ადათ-წესების მქონე ადამიანებს ისე უნდა გადავცეთ სასიხარულო ცნობა, რომ მათთვის ის მიმზიდველი იყოს (გამოცხ. 14:6).
როგორ მოვიქცეთ:
-
შეარჩიე ისეთი საკითხი და ბიბლიური მუხლი, რომელიც შენს ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხს დააინტერესებს. შეარჩიე რომელიმე საუბრის ნიმუში ან გამოიყენე ის შეთავაზება, რომელსაც წარმატებით იყენებ. შენი დაკვირვებიდან გამომდინარე, რა საკითხებით და რომელი ბიბლიური მუხლებით ინტერესდებიან ადამიანები? მიმდინარე მოვლენები ხომ არ აფიქრებს ხალხს? რა დააინტერესებს მამაკაცებს და რა — ქალებს?
-
მისალმების თუ საუბრის დროს გაითვალისწინე ადგილობრივი კულტურა (2 კორ. 6:3, 4).
-
გაეცანი „სწავლებაში დამხმარე საშუალებებიდან“ პუბლიკაციებს და ვიდეოებს, რომლებსაც იმ ადამიანების დასახმარებლად გამოიყენებ, ვინც ინტერესი გამოავლინა.
-
ჩამოტვირთე პუბლიკაციები მათ ენებზე, ვისაც თქვენს ტერიტორიაზე ხვდებით.
-
შეეცადე, მობინადრის საჭიროებებიდან გამომდინარე წარმართო საუბარი (1 კორ. 9:19—23). მაგალითად, რას ეტყოდი ადამიანს, რომელმაც არც ისე დიდი ხნის წინ საყვარელი ადამიანი დაკარგა?
უყურე ვიდეორგოლს და უპასუხე ქვემოთ მოყვანილ კითხვებს:
-
რა საკითხზე დაიწყო მაუწყებელმა მობინადრესთან საუბარი?
-
რა მდგომარეობაში იყო მობინადრე?
-
რომელი ბიბლიური მუხლი შეარჩია მაუწყებელმა და რატომ იყო ეს საუკეთესო ამ სიტუაციაში?
-
როგორ არგებ შეთავაზებებს შენს ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხს?