ქრისტიანული ცხოვრება
განაგრძეთ ჟურნალებით ქადაგება
2018 წლიდან ფართო მკითხველისთვის განკუთვნილი ჟურნალების თითოეული ნომერი ერთ კონკრეტულ თემას ეთმობა. ეს ჟურნალები „სწავლებაში დამხმარე საშუალებებს“ განეკუთვნება, ამიტომ მსახურებაში ვიყენებთ. მოგზაურობის ან საყიდლებზე სიარულის დროს კარგი იქნება, თუ თან ვიქონიებთ რამდენიმე ნომერს. მართალია, ამ ჟურნალებით ხალხს ბიბლიას ვერ შევასწავლით, მაგრამ მათი მეშვეობით შეგვიძლია ჭეშმარიტებისადმი ინტერესი გავუღვივოთ.
საუბრის დაწყების შემდეგ მსმენელს წაუკითხე ბიბლიური მუხლი და მოიხსენიე ჟურნალი, რომელიც მისთვის საინტერესო საკითხს ეხება. მაგალითად, თუ ოჯახი ჰყავს, სტრესს განიცდის ან ახლობელს გლოვობს, შეგიძლია უთხრა: „ამას წინათ ძალიან კარგი სტატია წავიკითხე. შემიძლია გაჩვენოთ“. თუ ინტერესს გამოავლენს, პირველივე საუბრის დროს დაუტოვე ჟურნალი ან ელექტრონული ვერსია გადაუგზავნე. ჟურნალების გავრცელება ჩვენი მთავარი მიზანი არ არის, თუმცა ეს პუბლიკაციები მათ პოვნაში გვეხმარება, ვინც მზადაა, ბიბლიური ცნობის თანახმად იცხოვროს (საქ. 13:48).
2018
2019
2020
რა საკითხები აღელვებს შენს ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხს?