ქრისტიანული ცხოვრება
გსურთ სამეფოს მახარობელთა სკოლაში სწავლა?
თუ ხართ 23-დან 65 წლამდე ასაკის და სრული დროით მსახურობთ, გაქვთ კარგი ჯანმრთელობა და მზად ხართ, გააფართოოთ მსახურება, მაშინ შეგიძლიათ შეავსოთ სამეფოს მახარობელთა სკოლის განცხადება. დაარსებიდან დღემდე ამ სკოლაში ათასობით დაუქორწინებელმა და-ძმამ თუ დაქორწინებულმა წყვილმა ისწავლა. მაგრამ საჭიროება მოითხოვს, რომ უფრო მეტმა დაუქორწინებელმა ძმამ გაიაროს ეს სკოლა. სთხოვე იეჰოვას, მისი ნების შესრულებისა და ქრისტეს მიბაძვის სურვილი გაგიძლიეროს (ფსალმ. 40:8; მათ. 20:28; ებრ. 10:7). შემდეგ დაფიქრდი, რა უნდა გააკეთო, რომ შეესაბამებოდე ამ სკოლაში სწავლის მოთხოვნებს, მაგალითად გათავისუფლდე არასაჭირო ვალდებულებებისგან ან ნაკლები დრო დაუთმო სამუშაოს.
რა და რა სახის მსახურების შესაძლებლობა მიეცათ იმ და-ძმებს, რომელთაც სამეფოს მახარობელთა სკოლა დაამთავრეს? ზოგი უცხოენოვან ტერიტორიაზე დაინიშნა, ზოგსაც დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ქადაგება დაევალა; ზოგი კურსდამთავრებული კი მოგვიანებით სარაიონო ზედამხედველის დამხმარე, სარაიონო ზედამხედველი ან მისიონერი გახდა. თუ შენც გინდა მსახურების გაფართოება, წინასწარმეტყველ ესაიას მსგავს სულისკვეთებას ავლენ: „მე წავალ! მე გამგზავნე!“ (ეს. 6:8).
უყურე ვიდეორგოლს „მისიონერები მკის საქმეში“ და უპასუხე შემდეგ კითხვებს:
-
ვის ეძლევა მისიონერად მსახურების შესაძლებლობა?
-
რა საქმეს ასრულებენ მისიონერები?
-
რა კურთხევები სდევს თან მისიონერულ მსახურებს?