ქრისტიანული ცხოვრება
მხარი დაუჭირეთ იეჰოვას აღმზრდელობით ზომებს
გარიცხვა აღმზრდელობითი ზომაა, რომელიც მოუნანიებელი შემცოდველის მიმართ ტარდება და კრების დაცვას ემსახურება (1 კორ. 5:6, 11). როცა მხარს ვუჭერთ იეჰოვას აღმზრდელობით ზომებს, სიყვარულს ვავლენთ. როგორ გამოხატავენ სიყვარულს დიდი ემოციური ტკივილის მიუხედავად გარიცხულის ოჯახის წევრები და სამართლებრივი კომიტეტი?
უპირველესად, უფრთხილდებიან იეჰოვას სახელს და იცავენ სიწმინდესთან დაკავშირებულ ბიბლიურ ნორმებს, რითაც მას სიყვარულს უმტკიცებენ (1 პეტ. 1:14—16). ამასთანავე, სიყვარულს გამოხატავენ თავად გარიცხულის მიმართ. მართალია, აღმზრდელობითი ზომები ზოგჯერ მტკივნეულია, მაგრამ შედეგად „მშვიდობა და სიმართლე“ მიიღწევა (ებრ. 12:5, 6, 11). თუ ურთიერთობას ვიქონიებთ გარიცხულთან ან კრების უარმყოფელთან, ხელს შევუშლით ღმერთს აღმზრდელობითი ზომების გატარებაში. გახსოვდეთ, იეჰოვა ყოველთვის სამართლიანად სჯის (იერ. 30:11). როცა მხარს ვუჭერთ იეჰოვას აღმზრდელობით ზომებს და კვლავ მივყვებით სულიერ განრიგს, იმედს არ ვკარგავთ, რომ გარიცხული ან კრების უარმყოფელი დაუბრუნდება გულმოწყალე მამას (ეს. 1:16—18; 55:7).
უყურე ვიდეორგოლს „შეინარჩუნეთ ერთგულება მთლიანი გულით“ და უპასუხე შემდეგ კითხვებს:
-
რას გრძნობენ მშობლები, როცა მათი შვილი ტოვებს იეჰოვას?
-
როგორ უჭერს კრება მხარს ღვთის ერთგულ ოჯახის წევრებს?
-
რომელი ბიბლიური ისტორიიდან გამოჩნდა, რომ ოჯახის წევრები იეჰოვაზე წინ არ უნდა დავაყენოთ?
-
რა შემთხვევაში დავაყენებთ იეჰოვას ოჯახის წევრებზე მაღლა?