არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

შეთავაზების ნიმუშები

შეთავაზების ნიმუშები

„გამოიღვიძეთ!“

შეეკითხე: შემაშფოთებლად იზრდება დეპრესიულ მოზარდთა რიცხვი. თქვენი აზრით, რის გაკეთება შეიძლება მათ დასახმარებლად?

შესთავაზე: ამ ჟურნალში მოცემული რჩევები დაეხმარება როგორც მოზარდებს, რომ გაუმკლავდნენ დეპრესიას, ისე მშობლებს, რომ დაეხმარონ შვილებს.

ასწავლე ჭეშმარიტება

შეეკითხე: რა არის ბედნიერი ქორწინების საწინდარი?

წაუკითხე: ეფეს. 5:33.

დაანახვე ჭეშმარიტება: ბედნიერი ქორწინების საწინდარი სიყვარული და პატივისცემაა.

„სიცოცხლის წარმოშობა — ხუთი კითხვა, რომელზეც ღირს დაფიქრება“ (lf)

შეეკითხე: როცა საქმე ისეთ მნიშვნელოვან საკითხს ეხება, როგორიც სიცოცხლის წარმოშობაა, თქვენი აზრით, რას უნდა ეფუძნებოდეს ჩვენი შეხედულება?

წაუკითხე: ებრ. 11:1.

შესთავაზე: როგორც ამ მუხლიდან ჩანს, გონივრულია, ჩვენი შეხედულებები აშკარა მტკიცებებზე დავაფუძნოთ. ამ ბროშურაში დასმულია სიცოცხლის წარმოშობასთან დაკავშირებული ხუთი კითხვა და განხილულია მტკიცებები.

თავად შეადგინე შეთავაზება:

შეთავაზების ნიმუშების მიხედვით თავად შეადგინე შეთავაზება.