იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით
დაეხმარეთ შვილებს, შემოქმედისადმი მტკიცე რწმენა განივითარონ
შემოქმედება იეჰოვას დიდებას აუწყებს (ფსალმ. 19:1—4; 139:14). მიუხედავად ამისა, სატანის ქვეყნიერება პროპაგანდას უწევს სიცოცხლის წარმოშობის შესახებ ღვთის შეურაცხმყოფელ თეორიებს (რომ. 1:18—25). როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ შვილებს, რომ ასეთმა აზროვნებამ ფესვი არ გაიდგას მათ გულსა და გონებაში? პატარაობიდანვე ჩაუნერგეთ მათ რწმენა, რომ იეჰოვა არსებობს და ზრუნავს მათზე (2 კორ. 10:4, 5; ეფეს. 6:16). ბოლომდე გაიგეთ, რას ფიქრობენ ისინი იმაზე, რასაც სკოლაში ასწავლიან. გამოიყენეთ სხვადასხვა ხელმისაწვდომი საშუალება, რომ მათ გულებს შეეხოთ (იგავ. 20:5; იაკ. 1:19).
უყურე ვიდეოს „რას ამბობენ შენი თანატოლები — არსებობს ღმერთი?“ და უპასუხე შემდეგ კითხვებს:
რა არის ღვთისადმი რწმენის შესახებ ფართოდ გავრცელებული მითი?
რას გასწავლიან სკოლაში?
რა გარწმუნებს, რომ იეჰოვა არსებობს?
როგორ შეგიძლია დაეხმარო ვინმეს, იმ დასკვნამდე მივიდეს, რომ ღმერთმა შექმნა ყველაფერი?