იცხოვრე ბიბლიურ პრინციპებით
გამოიჩინე გამჭრიახობა ბიბლიური ლიტერატურის შეთავაზებისას
იესო ასწავლიდა: „უსასყიდლოდ გაქვთ მიღებული და უსასყიდლოდვე გაეცით“ (მათ. 10:8). ჩვენ ვიცავთ ამ მითითებას, რადგან არ ვართმევთ ხალხს ფულს ბიბლიასა თუ ბიბლიურ ლიტერატურაში (2 კორ. 2:17). თუმცა ეს პუბლიკაციები არაერთ ძვირფას ჭეშმარიტებას შეიცავს ღვთის სიტყვიდან. ამ ლიტერატურის დაბეჭდვასა და მთელი მსოფლიოს კრებებში ტრანსპორტირებას დიდი ძალისხმევა და თანხა სჭირდება. ამიტომ მხოლოდ იმდენი პუბლიკაცია უნდა ავიღოთ, რამდენიც გვჭირდება.
გამოავლინე გამჭრიახობა, როცა ვინმეს ლიტერატურას სთავაზობ; ეს მაშინაც საჭიროა, როცა საზოგადოებრივ ადგილებში მსახურობ (მათ. 7:6). ნაცვლად იმისა, რომ გამვლელებს უბრალოდ ხელში მიაწოდო ლიტერატურა, შეეცადე, გაესაუბრო მათ და გაიგო, რამდენად აინტერესებთ. შეგიძლია ჩარჩოში მოცემული კითხვებიდან ერთზე მაინც გასცე დადებითი პასუხი? თუ შეუძლებელია იმის გაგება, რამდენად აინტერესებს ადამიანს, შეგიძლია ბუკლეტი მისცე. მაგრამ, თუ ის ჟურნალს ან სხვა პუბლიკაციას მოგვთხოვს, ჩვენ სიხარულით მივცემთ ერთ ეგზემპლარს (იგავ. 3:27, 28).