ახალი ცა და ახალი დედამიწა დიდ სიხარულს მოიტანს
აღორძინების შესახებ ღვთის დაპირება, რომელიც ესაიას 65-ე თავშია ჩაწერილი, იმდენად რეალურია, რომ იეჰოვა მასზე ისე ლაპარაკობს, თითქოს ის უკვე სრულდება.
იეჰოვა ქმნის ახალ ცასა და ახალ დედამიწას, სადაც წინანდელს აღარ გაიხსენებენ
რა იგულისხმება ახალ ცაში?
-
ახალი მთავრობა, რომელიც სამართალს დაამყარებს დედამიწაზე.
-
ის 1914 წელს შეიქმნა, როცა ქრისტე ღვთის სამეფოს მეფე გახდა.
რა იგულისხმება ახალ დედამიწაში?
-
ყველა ერის, ენისა თუ რასის ადამიანებისგან შემდგარი საზოგადოება, რომელიც სიხარულით ემორჩილება ახალ ზეციერ მთავრობას.
რა გაგებით აღარ გაიხსენებენ წინანდელს?
-
მტკივნეული მოგონებების გამომწვევი მიზეზები, იქნება ეს ფიზიკური თუ ემოციური ტანჯვა, აღარ იარსებებს.
-
ერთგული ადამიანები სრულად გაიხარებენ სიცოცხლით და სიამოვნებით გაიხსენებენ თითოეულ განვლილ დღეს.