არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით

„იხარე იმედში“

„იხარე იმედში“

იმედი ღუზას ჰგავს (ებრ. 6:19). ის გვეხმარება, რომ რწმენა ხომალდივით არ დაგვემსხვრას, როცა განსაცდელები ქარიშხალივით გვატყდება (1 ტიმ. 1:18, 19). ასეთი განსაცდელები შეიძლება იყოს გულგატეხილობა, მატერიალური დანაკარგი, ხანგრძლივი ავადმყოფობა, საყვარელი ადამიანის სიკვდილი ან ნებისმიერი რამ, რამაც შეიძლება ჩვენი ერთგულება შეარყიოს.

რწმენა და იმედი გვეხმარება, რომ თვალწინ გვედგას დაპირებული ჯილდო (2 კორ. 4:16—18; ებრ. 11:13, 26, 27). ზეცაში ცხოვრების იმედი გვაქვს თუ დედამიწაზე, ჩვენ რეგულარულად უნდა ვასაზრდოოთ ჩვენი იმედი ღვთის სიტყვაში ჩაწერილ დაპირებებზე ფიქრით. შედეგად, როცა განსაცდელების გამო დამწუხრებულები ვიქნებით, გაგვიადვილდება სიხარულის შენარჩუნება (1 პეტ. 1:6, 7).

უყურე ვიდეორგოლს „იხარე იმედში“ და უპასუხე შემდეგ კითხვებს:

  • რატომ არის მოსე მისაბაძი მაგალითი?

  • რა პასუხისმგებლობა აკისრიათ ოჯახისთავებს?

  • რა საკითხების განხილვა შეგიძლია ოჯახური თაყვანისცემის დროს?

  • როგორ დაგეხმარება იმედი, მტკიცედ შეხვდე განსაცდელებს?

  • რას ელოდები მოუთმენლად?