არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღვთის სიტყვის საუნჯე | მათე 14, 15

მრავალთა დაპურება ერთეულთა ხელით

მრავალთა დაპურება ერთეულთა ხელით

ახ. წ. 32 წელს პასექამდე ცოტა ხნით ადრე იესოს მიერ მოხდენილი სასწაული ერთადერთია, რომელიც ოთხივე სახარებაშია მოხსენიებული.

ეს სასწაული იმაზე მიანიშნებდა, თუ როგორ იმოქმედებდა იესო ჩვენს დროში.

14:16—21

  • მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ხუთი პური და ორი თევზი ჰქონდათ, იესომ დაავალა თავის მოწაფეებს, ხალხი დაეპურებინათ.

  • იესომ აიღო პური და თევზი, ილოცა და მოწაფეებს მისცა, რომლებმაც შემდეგ ხალხს დაურიგეს.

  • ყველა სასწაულებრივად დაპურდა; საკვები საკმარისზე მეტი იყო. იესომ ათასობით ადამიანი ერთეულთა ანუ რამდენიმე მოწაფის ხელით დააპურა.

  • იესომ იწინასწარმეტყველა, რომ ბოლო დღეებში დანიშნავდა „მონას“, რომელიც დროულად მიაწვდიდა სულიერ საზრდოს „შინაურებს“ (მათ. 24:45).

  • 1919 წელს იესომ „შინაურებზე“ ანუ მათზე, ვინც სულიერ საზრდოს მიიღებდა, დააყენა „ერთგული და გონიერი მონა“ ანუ ცხებული ძმებისგან შემდგარი პატარა ჯგუფი.

  • როგორც პირველ საუკუნეში, დღესაც იესო ერთეულთა ხელით ანუ სულითცხებული ძმებისგან შემდგარი პატარა ჯგუფის მეშვეობით აპურებს თავის მიმდევრებს.

როგორ ვაჩვენებ, რომ ვცნობ და პატივს ვცემ ამ პატარა ჯგუფს, რომლის მეშვეობითაც იესო გვაწვდის სულიერ საზრდოს?