არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით

„პატივი ეცი მამას და დედას“

„პატივი ეცი მამას და დედას“

დედამიწაზე თავისი მსახურების დროს იესომ ხაზი გაუსვა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო შემდეგი მცნების დაცვა: „პატივი ეცი მამას და დედას“ (გამ. 20:12; მათ. 15:4). იესოს სიტყვაში სითამამე ჰქონდა, რადგან ბავშვობაში მშობლების მორჩილი იყო (ლუკ. 2:51); ზრდასრულობაში კი იზრუნა, რომ მისი სიკვდილის შემდეგ დედამისისთვის მიეხედათ (იოან. 19:26, 27).

დღესაც ქრისტიანი ახალგაზრდები პატივს სცემენ მშობლებს იმით, რომ ემორჩილებიან და თავაზიანად მიმართავენ. სინამდვილეში მშობლების პატივისცემა ყოველთვის მოგვეთხოვება. ხანდაზმულ მშობლებს კვლავ პატივისცემით უნდა მოვეპყროთ და, როგორც გამოცდილებს, რჩევისთვის მივმართოთ (იგავ. 23:22). ხანდაზმული მშობლების პატივისცემაში შედის ისიც, რომ საჭიროების შემთხვევაში როგორც ემოციური, ისე ფინანსური მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ (1 ტიმ. 5:8). თუ ასაკის მიუხედავად მშობლებთან კარგ ურთიერთობას ვინარჩუნებთ, ვაჩვენებთ, რომ პატივს ვცემთ მათ.

უყურე გრაფიკულ ანიმაციას „როგორ გამოვნახო საერთო ენა მშობლებთან?“ და უპასუხე ქვემოთ მოყვანილ კითხვებს:

  • რატომ შეიძლება ზოგჯერ გაგიჭირდეს მშობლებთან ლაპარაკი?

  • როგორ შეგიძლია პატივისცემით დაელაპარაკო მშობლებს?

  • რატომ ღირს მშობლებისთვის გულის გადაშლა მაშინაც, თუ ეს ადვილი არ არის? (იგავ. 15:22).

    თუ არ მოერიდები მშობლებთან საუბარს, მათი რჩევები ცხოვრებაში წაგადგება