არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით

დავიხვეწოთ ქადაგებაში — სწორად შეარჩიე კითხვები

დავიხვეწოთ ქადაგებაში — სწორად შეარჩიე კითხვები

რატომ არის მნიშვნელოვანი: თუ „კაცის გულის ზრახვა ღრმა წყალია“, მაშინ კითხვები მისი ზრახვების ამოსახაპი ჭურჭელივითაა (იგავ. 20:5). კითხვები გვეხმარება, მსმენელი საუბარში ჩავაბათ. თუ კარგად შერჩეულ კითხვებს დავუსვამთ, მისი პასუხიდან ბევრ რამეს დავინახავთ. იესოს ამ მხრივ ბადალი არ მოეძებნებოდა. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მას?

როგორ მოვიქცეთ:

  • გაიგე, რას ფიქრობს. იესომ არაერთი კითხვა დაუსვა მოწაფეებს, რომ გაეგო მათი თვალსაზრისი (მათ. 16:13—16; be 238 ¶3—5). რა კითხვები შეგიძლია დაუსვა მსმენელს მისი აზრის გასაგებად?

  • კითხვების მეშვეობით მიიყვანე სწორ დასკვნამდე. პეტრესთვის თვალსაზრისი რომ შეესწორებინა, იესომ კითხვებიც დაუსვა და სავარაუდო პასუხებიც შესთავაზა, რაც დაეხმარა მას, სწორ დასკვნამდე მისულიყო (მათ. 17:24—26). რა კითხვები შეგიძლია დაუსვა მსმენელს, სწორ დასკვნამდე რომ მიიყვანო?

  • შეაქე. იესომ შეაქო მწიგნობარი, რომელმაც ჭკვიანური პასუხი გასცა (მარ. 12:34). როგორ შეგიძლია შეაქო ადამიანი, რომელიც დასმულ კითხვაზე გპასუხობს?

უყურე ვიდეორგოლის „განაგრძეთ იესოს დაწყებული საქმე — ასწავლეთ“ პირველ ნაწილს და უპასუხე ქვემოთ მოყვანილ კითხვებს:

  • რატომ არ იყო კარგი ეს მიდგომა, მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია ზუსტად იყო გადაცემული?

  • რატომ არ არის საკმარისი მხოლოდ მასალის ახსნა?

უყურე ვიდეორგოლის მეორე ნაწილს და უპასუხე ქვემოთ მოყვანილ კითხვებს:

  • საიდან ჩანს, რომ ძმამ სწორად შეარჩია კითხვები?

  • კიდევ რაში შეგვიძლია მივბაძოთ ამ ძმას?

რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ადამიანებზე იმან, თუ როგორ ვასწავლით? (ლუკ. 24:32).