იესომ მაგალითების მეშვეობით დაგვანახვა, რომ არც ჩვენ უნდა დავბრკოლდეთ და არც სხვები უნდა დავაბრკოლოთ, რადგან ეს სერიოზული საკითხია.
-
სიტყვა „დაბრკოლებაში“ იგულისხმება საქციელი ან ვითარება, რომლის გამოც ადამიანი არასწორ გზას დაადგება, ზნეობრივი ნორმებიდან გადაუხვევს ან ცოდვას ჩაიდენს.
-
ვინც სხვას დააბრკოლებს, იმისთვის უმჯობესია, კისერზე დოლაბი დაჰკიდონ და შუა ზღვაში ჩაძირონ.
-
იესომ თავის მიმდევრებს ურჩია, მოეშორებინათ ნებისმიერი რამ, თუნდაც თვალი და ხელი, თუკი ისინი აბრკოლებდა მათ.
-
უმჯობესია, უარი ვთქვათ ჩვენთვის ძვირფას რამეზე და დავიმკვიდროთ ღვთის სამეფო, ვიდრე ჩავეჭიდოთ მას და აღმოვჩნდეთ გეენაში, რაც მარადიული განადგურების სიმბოლოა.
რა შეიძლება იქცეს ჩემთვის დაბრკოლებად? რა უნდა გავაკეთო, რომ არც თავად დავბრკოლდე და არც სხვები დავაბრკოლო?