არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით

მოთმინებით დაელოდე

მოთმინებით დაელოდე

რამდენი ხანია ღვთის სამეფოს მოსვლას ელი? სირთულეების მიუხედავად კვლავაც მოთმინებით ელოდები? (რომ. 8:25). ზოგ ქრისტიანს სიძულვილის და შეურაცხყოფის ატანა უწევს; ზოგი პატიმრობაშია ან მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ბევრს ქრონიკული დაავადება სტანჯავს ან ხანში შესვლასთან ერთად ჯანმრთელობა უუარესდება.

რა დაგვეხმარება, მოთმინებით ავიტანოთ ნებისმიერი განსაცდელი? ყოველდღიურად უნდა ვიკითხოთ ბიბლია, ვიფიქროთ მასზე და ამგვარად ვასაზრდოოთ ჩვენი რწმენა. ყოველთვის თვალწინ უნდა გვედგას ჩვენი იმედი (2 კორ. 4:16—18; ებრ. 12:2). უნდა ვევედროთ იეჰოვას და ვთხოვოთ, რომ მოგვცეს წმინდა სულის ძალა (ლუკ. 11:10, 13; ებრ. 5:7). ჩვენი მოსიყვარულე ღმერთი დაგვეხმარება, ყველაფერი მოვითმინოთ და სულგრძელნი ვიყოთ სიხარულით (კოლ. 1:11).

უყურე ვიდეორგოლს «„მოთმინებით გავირბინოთ ჩვენ წინ მდებარე მანძილი“ — გჯეროდეთ, რომ მიიღებთ ჯილდოს!» და უპასუხე ქვემოთ მოყვანილ კითხვებს:

  • მოულოდნელად რა სირთულეების წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ? (ეკლ. 9:11).

  • როგორ გვეხმარება ლოცვა განსაცდელების დროს?

  • თუ დღეს იმდენს ვეღარ ვაკეთებთ, რამდენსაც ადრე, რატომ ჯობია, იმაზე შევაჩეროთ ყურადღება, რის გაკეთებაც ჯერ კიდევ შეგვიძლია?

  • მზერა ჯილდოსკენ გქონდეს მიპყრობილი

    რა გარწმუნებს, რომ ჯილდოს მიიღებ?