არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით

დავიხვეწოთ ქადაგებაში — შეწყვიტე უნაყოფო შესწავლა

დავიხვეწოთ ქადაგებაში — შეწყვიტე უნაყოფო შესწავლა

რატომ არის მნიშვნელოვანი: გადარჩენისთვის ადამიანებმა უნდა მოუხმონ ღვთის სახელს, იეჰოვას (რომ. 10:13, 14). მაგრამ ყველას, ვინც სწავლობს ბიბლიას, არ სურს, იცხოვროს ღვთის ნორმებით. ჩვენ საუკეთესოდ უნდა გამოვიყენოთ ძვირფასი დრო მსახურებაში, რათა დავეხმაროთ მათ, ვისაც გულწრფელად სურს, საკუთარ თავში ცვლილებები მოახდინოს და ამგვარად იეჰოვას გული გაუხაროს. თუ შემსწავლელი დროის გონივრულ ფარგლებში სულიერად არ მიიწევს წინ, უნდა შევწყვიტოთ შესწავლა და მის ნაცვლად დრო მათ დავუთმოთ, ვისაც გულით სურს იეჰოვასთან და მის ორგანიზაციასთან დაახლოება (იოან. 6:44). რასაკვირველია, თუ მომავალში ეს ადამიანი დაამტკიცებს, რომ მარადიული სიცოცხლისთვისაა განწყობილი, ჩვენ სიხარულით განვაახლებთ მასთან შესწავლას (საქ. 13:48).

რა უნდა გააკეთო:

  • შეაქე შემსწავლელი, რომ სურს საფუძვლიანი ცოდნის მიღება (1 ტიმ. 2:4).

  • ყურადღება გაუმახვილე, რაოდენ მნიშვნელოვანია ნასწავლის ცხოვრებაში გამოყენება (ლუკ. 6:46—49).

  • იმსჯელე მასთან ერთად იესოს იგავზე მთესველის შესახებ და თავაზიანად ჰკითხე, რა არის მისი სულიერი შეფერხების მიზეზი (მათ. 13:18—23).

  • ტაქტიანად აუხსენი, რატომ წყვეტ მასთან შესწავლას.

  • უთხარი, რომ დროდადრო შეეხმიანები, რათა მოიკითხო და თუ მომავალში მზად იქნება ცვლილებების მოსახდენად, განაახლებ მასთან შესწავლას.

უყურე ვიდეორგოლს და უპასუხე ქვემოთ მოყვანილ კითხვებს:

  • როგორ გამოჩნდა საუბრიდან, რომ შემსწავლელი სულიერად წინ არ მიიწევდა?

  • როგორ დაანახვა მაუწყებელმა შემსწავლელს ცვლილებების მოხდენის აუცილებლობა?

  • როგორ დაანახვა მაუწყებელმა შემსწავლელს, რომ ნებისმიერ დროს განაახლებდა მასთან შესწავლას, თუ ის მზად იქნებოდა ამისთვის?