არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით

ხედავ ღვთის უხილავ თვისებებს?

ხედავ ღვთის უხილავ თვისებებს?

ხედავ შემოქმედის ხელწერას, როცა ათასფრად შეფერილ ყვავილებს აკვირდები, ვარსკვლავებით მოჭედილ ცას შეჰყურებ ან ჩანჩქერის ხმა გესმის? შემოქმედება იეჰოვას უხილავ თვისებებს გვიმჟღავნებს (რომ. 1:20). როცა ღვთის ქმნილებებს ვაკვირდებით, ვხედავთ, რომ ღმერთი ძლიერი, მოსიყვარულე, სამართლიანი და საოცრად გულუხვია (ფსალმ. 104:24).

რას ხედავ ყოველდღიურად იეჰოვას ხელთა ნამოქმედარიდან? ქალაქშიც რომ ცხოვრობდე, სულ მცირე, ხეებს და ჩიტებს მაინც დაინახავ. თუ ღრმად ჩავუკვირდებით იეჰოვას შემოქმედებას, ეს დაგვეხმარება, ჩვენი საწუხარით კი არ ვიყოთ მოცული, არამედ ყურადღება უფრო მნიშვნელოვანზე გადავიტანოთ. ამასთან, ეს გაგვიძლიერებს რწმენას და ნდობას იეჰოვასადმი, რომ მას შესწევს ძალა, მთელი მარადიულობის მანძილზე იზრუნოს ჩვენს საჭიროებებზე (მათ. 6:25—32). თუ შვილები გყავთ, დაანახვეთ მათ, როგორ ჩანს იეჰოვას შემოქმედებიდან მისი შეუდარებელი თვისებები. რაც უფრო მეტს ვიგებთ ქმნილებებზე, მით უფრო ვუახლოვდებით ჩვენს შემოქმედს (ფსალმ. 8:3, 4).

უყურე ვიდეორგოლს „საოცარ ქმნილებებში ღვთის დიდება ვლინდება — სინათლე და ფერი“ და უპასუხე ქვემოთ მოყვანილ კითხვებს:

  • როგორ აღვიქვამთ ფერებს?

  • რა განაპირობებს ფერთა უსაზღვრო მრავალფეროვნებას?

  • რატომ არის ცა ნაირფერი?

  • რა ფერები შეგინიშნავს შენს საცხოვრებელთან ახლოს?

  • რატომ უნდა გამოვყოთ დრო ბუნებაზე დასაკვირვებლად?

რას გვიმჟღავნებს სინათლე და ფერები იეჰოვას თვისებების შესახებ?