არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

20–26 იანვარი

ᲤᲡᲐᲚᲛᲣᲜᲔᲑᲘ 138, 139

20–26 იანვარი

სიმღერა 93 და ლოცვა | შესავალი სიტყვა (1 წთ.)

ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ

1. ნუ შეიბოჭებით ღელვის გამო

(10 წთ.)

გვინდა, მთელი გულით განვადიდოთ იეჰოვა (ფსალმ. 138:1).

იეჰოვას სთხოვეთ დახმარება, თუ ღელავთ და გიჭირთ კრების შეხვედრებში მონაწილეობა (ფსალმ. 138:3).

თუ ღელავთ, ეს ცუდის ნიშანი არ არის (ფსალმ. 138:6; w19.01 10 ¶10).

ᲠᲩᲔᲕᲐ: თუ მოკლე კომენტარებს გააკეთებთ, ნაკლებად ინერვიულებთ (w23.04 21 ¶7).

2. ღვთის სიტყვის სიღრმეები

(10 წთ.)

  • ფსალმ. 139:21, 22 – ვალდებულია ქრისტიანი, ყველას აპატიოს? (it „პატიება“ ¶9)

  • რა აღმოჩნდა თქვენთვის საინტერესო ამ კვირაში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთიდან?

3. ბიბლიის კითხვა

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ

4. საუბრის წამოწყება

(3 წთ.) ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲘᲕᲠᲪᲔᲨᲘ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. (lmd გაკვეთილი 2, პუნქტი 3)

5. მოწაფეების მომზადება

(4 წთ.) ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲘᲕᲠᲪᲔᲨᲘ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. შესთავაზე მოსაუბრეს ბიბლიის შესწავლა და აჩვენე, როგორ ტარდება (lmd გაკვეთილი 10 პუნქტი 3).

6. მოხსენება

(5 წთ.) ijwyp 105 – თემა: როგორ დავძლიო სიმორცხვე? (th გაკვეთილი 16)

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ

სიმღერა 59

7. სიმორცხვის მიუხედავად შეგიძლიათ წარმატებას მიაღწიოთ მსახურებაში

(15 წთ.) განხილვა.

ბუნებით მორცხვი ხომ არ ხართ? ცდილობთ, რომ ყურადღების ცენტრში არ მოხვდეთ? იძაბებით, როცა უცხო ადამიანთან გიწევთ საუბარი? ზოგჯერ სიმორცხვე სასურველი საქმის კეთებაშიც გვიშლის ხელს. თუმცა ბევრმა შეძლო, რომ დაეძლია სიმორცხვე და წარმატებისთვის მიეღწია მსახურებაში. როგორ დაგვეხმარება მათი მაგალითი?

აუდიტორიას უჩვენე ᲕᲘᲓᲔᲝ „მორცხვი ვარ, მაგრამ რაც შემიძლია, ყველაფერს ვაკეთებ“. შემდეგ ჰკითხე:

  • როგორ დაეხმარა ლაურას ბებიის რჩევა, რომ მთელი სულით და გულით ემსახურა იეჰოვასთვის?

ბიბლიიდან ვიგებთ, რომ სიმორცხვესთან გამკლავება მოსეს, იერემიას და ტიმოთესაც უწევდათ (გამ. 3:11; 4:10; იერ. 1:6–8; 1 ტიმ. 4:12). მიუხედავად ამისა, იეჰოვას დახმარებით მათ ბევრ რამეს მიაღწიეს (გამ. 4:12; იერ. 20:11; 2 ტიმ. 1:6–8).

წაიკითხეთ ესაიას 43:1, 2. კითხვა აუდიტორიისთვის:

  • რას ჰპირდება იეჰოვა თავის მსახურებს?

როგორ შეიძლება დაეხმაროს იეჰოვა მორცხვ ქრისტიანებს, რომ წარმატებას მიაღწიონ მსახურებაში?

აუდიტორიას უჩვენე ᲕᲘᲓᲔᲝ „ნათლობას ბედნიერება მოაქვს!“ (ნაწყვეტი); შემდეგ ჰკითხე:

  • როგორ გრძნობს და ლორეინი იეჰოვას მხარდაჭერას მსახურებაში?

  • როგორ შეიძლება დაეხმაროს მსახურება მორცხვ ადამიანს?

8. კრების ბიბლიის შესწავლა

დასკვნითი სიტყვა (3 წთ.) | სიმღერა 151 და ლოცვა