არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

27 იანვარი – 2 თებერვალი

ᲤᲡᲐᲚᲛᲣᲜᲔᲑᲘ 140–143

27 იანვარი – 2 თებერვალი

სიმღერა 44 და ლოცვა | შესავალი სიტყვა (1 წთ.)

ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ

1. იმოქმედეთ ლოცვის შესაბამისად

(10 წთ.)

მზად იყავით რჩევის მისაღებად (ფსალმ. 141:5; w22.02 12 ¶13, 14).

იფიქრეთ იმაზე, რა გაუკეთებია და რას აკეთებს იეჰოვა ჩვენთვის (ფსალმ. 143:5; w10 3/15 32 ¶4).

ეცადეთ, იეჰოვას თვალით შეხედოთ ყველაფერს (ფსალმ. 143:10; w15 3/15 32 ¶2).

როგორც 140–143-ე ფსალმუნებიდან ვიგებთ, დავითი არა მხოლოდ შველას სთხოვდა ღმერთს, არამედ თავისი თხოვნის შესაბამისად მოქმედებდა კიდეც.

2. ღვთის სიტყვის სიღრმეები

(10 წთ.)

  • ფსალმ. 140:3 – რატომ ადარებს დავითი ბოროტთა ენას გველისას? (it „შხამი“)

  • რა აღმოჩნდა თქვენთვის საინტერესო ამ კვირაში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთიდან?

3. ბიბლიის კითხვა

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ

4. საუბრის წამოწყება

(4 წთ.) ᲐᲠᲐᲤᲝᲠᲛᲐᲚᲣᲠᲐᲓ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. წამოიწყე საუბარი მასთან, ვისაც დახმარება აღმოუჩინე (lmd გაკვეთილი 3, პუნქტი 5).

5. ინტერესის გაღვივება

(3 წთ.) ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲘᲕᲠᲪᲔᲨᲘ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. მოსაუბრე გეუბნება, რომ დაკავებულია (lmd გაკვეთილი 7, პუნქტი 3).

6. საკუთარ მრწამსზე მსჯელობა

(5 წთ.) ინსცენირება. ijwfq 21 – თემა: რატომ არ ისხამთ სისხლს? (th გაკვეთილი 7)

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ

სიმღერა 141

7. წინასწარ მოემზადეთ სიტუაციებისთვის, როცა შეიძლება სამედიცინო ჩარევა დაგჭირდეთ

(15 წთ.) განხილვა.

იეჰოვა გვპირდება, რომ „უსათუოდ შეგვეწევა გაჭირვების ჟამს“ (ფსალმ. 46:1). იმ სიტუაციებს, როცა სამედიცინო ჩარევა ხდება საჭირო, შეიძლება „გაჭირვების ჟამი“ ვუწოდოთ. თუმცა, იეჰოვა წინასწარ გვამზადებს ასეთი შემთხვევებისთვის. მაგალითად, ამისთვის მომზადდა სამედიცინო მინდობილობა (DPA), საინფორმაციო ბარათი a და სხვა სამედიცინო დოკუმენტები b. ამასთანავე, ფუნქციონირებს საავადმყოფოებთან თანამშრომლობის კომიტეტები (HLC). ეს ყველაფერი გვეხმარება, რომ არ დავარღვიოთ ღვთის კანონი სისხლთან დაკავშირებით (საქ. 15:28, 29).

აუდიტორიას უჩვენე ᲕᲘᲓᲔᲝ „წინასწარ მოემზადეთ სამედიცინო ჩარევებისთვის“. შემდეგ ჰკითხე:

  • როგორ დაეხმარა ბევრს სამედიცინო მინდობილობის შევსება?

  • როგორ გამოადგა ზოგს „ინფორმაცია ორსულებისთვის“ (S-401)?

  • ზოგჯერ საჭირო ხდება ჰოსპიტალიზაცია, ქირურგიული ჩარევა ან სხვა სახის, მაგალითად, ონკოლოგიური მკურნალობის ჩატარება. ასეთ შემთხვევებში რატომ უნდა დავუკავშირდეთ მალევე საავადმყოფოებთან თანამშრომლობის კომიტეტს მაშინაც კი, თუ ვფიქრობთ, რომ სისხლის გამოყენება არ გახდება საჭირო?

8. კრების ბიბლიის შესწავლა

დასკვნითი სიტყვა (3 წთ.) | სიმღერა 103 და ლოცვა

a მონათლულ ქრისტიანს შეუძლია ლიტერატურაზე პასუხისმგებელ ძმას გამოართვას სამედიცინო მინდობილობა ან ბავშვებისთვის განკუთვნილი საინფორმაციო ბარათი.

b საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ ადგილობრივ უხუცესებს გამოართვათ „ინფორმაცია ორსულებისთვის“ (S-401), „ინფორმაცია პაციენტებისთვის, რომლებიც ქირურგიულ ჩარევას ან ქიმიოთერაპიას საჭიროებენ“ (S-407) და „ინფორმაცია მშობლებისთვის, რომელთა შვილიც სამედიცინო დახმარებას საჭიროებს“ (S-55).