არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

შეთავაზების ნიმუშები

შეთავაზების ნიმუშები

„საგუშაგო კოშკი“

შეეკითხე: როგორ ფიქრობთ, მსოფლიოში უკეთესი ცხოვრება იქნებოდა, ყველა ამ პრინციპის თანახმად რომ ცხოვრობდეს?

წაუკითხე: ებრ. 13:18.

შესთავაზე: ბიბლია მოგვიწოდებს, რომ ყველაფერში პატიოსნად მოვიქცეთ. „საგუშაგო კოშკის“ ამ ნომერში სწორედ პატიოსნებაზეა საუბარი.

„საგუშაგო კოშკი“ (ბოლო გვერდი)

შეეკითხე: როგორ უპასუხებდით ამ გვერდზე დასმულ კითხვას? [წაუკითხე 1-ლი კითხვა.] ზოგს სწამს, რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანი სხვა სხეულში განაგრძობს სიცოცხლეს. ზოგის აზრით კი, სიკვდილით ყველაფერი სრულდება. თქვენ როგორ ფიქრობთ?

წაუკითხე: ეკლ. 9:5.

შესთავაზე: ეს ჟურნალი მეტს გეტყვით იმის თაობაზე, თუ რას ამბობს ბიბლია აღნიშნულ საკითხზე. შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ჟურნალს, მომდევნო შეხვედრისას კი ერთად ვიმსჯელოთ.

„სასიხარულო ცნობა ღვთისგან“

შესთავაზე: მსურს, შემოგთავაზოთ ბიბლიის უსასყიდლო შესწავლა. ეს ბროშურა დაგეხმარებათ, რომ მნიშვნელოვან კითხვებზე ბიბლიიდან შეიტყოთ პასუხები.

შეეკითხე: წაგიკითხავთ ბიბლია? ნება მიბოძეთ, გიჩვენოთ, თუ რა მარტივადაა შესაძლებელი ბიბლიის შესწავლა ამ ბროშურის მეშვეობით. [განიხილე მე-2 გაკვეთილში მოცემული 1-ლი შეკითხვა.]

წაუკითხე: გამოცხ. 4:11.

თავად შეადგინე შეთავაზება

შეთავაზების ნიმუშების მიხედვით თავად შეადგინე შეთავაზება.