იეჰოვა ასრულებს თავის დანაპირებს
იეჰოვა თავის ერს დაჰპირდა, რომ იერუსალიმში ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ცენტრს, ტაძარს, აღადგენდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც ბაბილონში გადასახლებული ისრაელები სამშობლოში დაბრუნდნენ, ტაძრის აღდგენას არაერთმა გარემოებამ შეუშალა ხელი; მათ შორის, მეფის მიერ გაცემულმა ბრძანებამ ტაძრის მშენებლობის შეჩერების თაობაზე. ბევრი შიშობდა, რომ ტაძრის აღდგენითი სამუშაოები არასდროს დასრულდებოდა.
-
დაახლ. ძვ. წ. 537 წ.
კიროსი ტაძრის აღდგენის ბრძანებას გამოსცემს
-
მეშვიდე თვე
აგებულია სამსხვერპლო; აღვლენილია მსხვერპლშესაწირავი
-
ძვ. წ. 536 წ.
ეყრება საფუძველი
-
ძვ. წ. 522 წ.
მეფე არტაქსერქსეს ბრძანებით სამუშაოები ჩერდება
-
ძვ. წ. 520 წ.
ზაქარია და ანგია ხალხს აღდგენითი სამუშაოების განახლებისკენ მოუწოდებენ
-
ძვ. წ. 515 წ.
ტაძრის აღდგენა სრულდება