გააუმჯობესე მსახურება
როგორ ჩავატაროთ ბიბლიის შესწავლა ბროშურით „სასიხარულო ცნობა“
-
წაიკითხე მსხვილი შრიფტით დაბეჭდილი დანომრილი კითხვა, რათა მობინადრის ყურადღება მთავარი აზრისკენ მიმართო.
-
წაიკითხე აბზაცი, რომელიც ამ კითხვას მოსდევს.
-
წაიკითხე კურსივი შრიფტით დაბეჭდილი ბიბლიური მუხლები, შემდეგ ტაქტიანად დაუსვი მობინადრეს კითხვები და დაეხმარე იმის დანახვაში, თუ როგორ პასუხობს დანომრილ კითხვას ამოკითხული მუხლები.
-
თუ კითხვას ერთზე მეტი აბზაცი სცემს პასუხს, თითოეული აბზაცის წაკითხვის შემდეგ გამოიყენე მე-2 და მე-3 პუნქტებში მოცემული მითითებები; თუ ვებ-გვერდზე განთავსებულია ამა თუ იმ კითხვისთვის თემატურად შესაფერისი ვიდეორგოლი, უჩვენე ის მობინადრეს.
-
სთხოვე მობინადრეს, უპასუხოს დანომრილ კითხვას; ამრიგად გაიგებ, თუ რამდენად ჩასწვდა განხილულ საკითხს.