იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით
სათაყვანისმცემლო ნაგებობების მშენებლობა და მოვლა
იერუსალიმში ტაძრის მშენებლობისთვის დიდი შრომა და ხარჯი იქნა გაწეული. ისრაელებმა ამ საქმეს მთელი გულით დაუჭირეს მხარი (1 მატ. 29:2—9; 2 მატ. 6:7, 8). ის, თუ როგორ უვლიდნენ ისინი აშენებულ ტაძარს, საუკეთესოდ მოწმობდა იმაზე, თუ რამდენად სახარბიელო იყო მათი სულიერი მდგომარეობა (2 მეფ. 22:3—6; 2 მატ. 28:24; 29:3). დღესაც ქრისტიანები დროსა და ენერგიას არ იშურებენ სამეფო და საკონგრესო დარბაზების მშენებლობისა და მოვლისთვის. დიახ, იეჰოვასთან ამ სახით თანამშრომლობა მართლაც დიდი პატივი და წმინდა მსახურების ნაწილია (ფსალმ. 127:1; გამოცხ. 7:15).
ჩვენ შეგვიძლია . . .
-
დავალაგოთ დარბაზი კრების ყოველი შეხვედრის შემდეგ. თუ ეს ჩვენს ძალებს აღემატება, უნდა შევეცადოთ, ის ადგილი მაინც მოვაწესრიგოთ, სადაც ვისხედით.
-
მონაწილეობა მივიღოთ სამეფო დარბაზის რეგულარულ დალაგება-დასუფთავებასა და მოვლაში. საქმე გაცილებით ადვილი და სახალისოა, თუ მას ბევრი ადამიანი ინაწილებს (lv 92, 93, ¶18).
-
გავიღოთ შესაწირავი. იეჰოვასთვის გულით გაღებული „ორი პატარა მონეტაც“ კი სასიამოვნოა (მარ. 12:41—44).
-
თუ მდგომარეობა ხელს გვიწყობს, ვიმსახუროთ მოხალისედ თეოკრატიული ნაგებობების სამშენებლო თუ სარემონტო სამუშაოებზე. იმისათვის, რომ ამგვარ პროექტებში ჩავებათ, სამშენებლო გამოცდილების ქონა სულაც არაა აუცილებელი.