არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღვთის სიტყვის საუნჯე | ეზრა 6—10

იეჰოვას სურს, რომ მისი მსახურები მზადყოფნის სულით გამოირჩეოდნენ

იეჰოვას სურს, რომ მისი მსახურები მზადყოფნის სულით გამოირჩეოდნენ

ეზრამ იერუსალიმში დასაბრუნებლად სამზადისი დაიწყო

7:6, 22; 8:26, 27

  • ეზრას მეფე არტაქსერქსე ნებას რთავს, დაბრუნდეს იერუსალიმში და იეჰოვას თაყვანისმცემლობა აღადგინოს.

  • მეფემ ეზრას „ყველა სათხოვარი შეუსრულა“ და იეჰოვას სახლისთვის გაატანა ოქრო-ვერცხლი, ხორბალი, ღვინო, ზეთი და მარილი; ამ ყოველივეს საერთო ღირებულება დღესდღეობით 100 მილიონზე მეტი აშშ დოლარია.

ეზრა დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვა დაიცავდა თავის მსახურებს

7:13; 8:21—23

  • იერუსალიმში დაბრუნება არ იყო იოლი საქმე.

  • დაახლოებით 1 600-კილომეტრიანი გზა, რომლითაც ისრაელები, დიდი ალბათობით, სამშობლოში დაბრუნდებოდნენ, მეტად სახიფათო იყო.

  • მგზავრობამ თითქმის 4 თვეს გასტანა.

  • იერუსალიმში დაბრუნებულთ მტკიცე რწმენა, იეჰოვას მსახურებისადმი მოშურნეობა და გაბედულება სჭირდებოდათ.

ეზრას იერუსალიმში მიჰქონდა . . .

750 ტალანტზე მეტი ოქრო-ვერცხლი, რაც დაახლოებით სამი აფრიკული ზრდასრული მამრი სპილოს წონას შეადგენს!

სირთულეები გზაზე . . .

მძარცველები, უდაბნო, ველური ბუნება