არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით

„იეჰოვა, შენ მოგენდობი!“

„იეჰოვა, შენ მოგენდობი!“

მნიშვნელოვანია, რომ იეჰოვას მივენდოთ კარგ დროშიც და ცუდ დროშიც (ფსალმ. 25:1, 2). იუდაში ძვ. წ. მე-8 საუკუნეში მცხოვრები იუდეველები ისეთ ვითარებაში აღმოჩნდნენ, რამაც იეჰოვასადმი მათი ნდობა გამოსცადა. ჩვენ ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია მათი შემთხვევიდან (რომ. 15:4). ფილმის „იეჰოვა, შენ მოგენდობი!“ ყურების შემდეგ უპასუხეთ კითხვებს:

  1. რა რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა ხიზკია?

  2. როგორ გამოიყენა ხიზკიამ იგავების 22:3-ში ჩაწერილი პრინციპი, როცა ალყის საშიშროება განჭვრიტა?

  3. რატომ არ უფიქრია ხიზკიას ასურეთისთვის დანებება ან ეგვიპტესთან კავშირის შეკვრა?

  4. რატომ არის ხიზკია კარგი მაგალითი ქრისტიანებისთვის?

  5. რა სიტუაციებში შეიძლება გამოიცადოს დღეს იეჰოვასადმი ჩვენი ნდობა?

ჩამოწერე სიტუაციები, რომლებშიც მეტად მიენდობი იეჰოვას.