იეჰოვა ზრუნავს თავის ხალხზე
გულუხვი მასპინძლის მსგავსად იეჰოვა უხვად გვაძლევს სულიერ საზრდოს.
„ლაშქართა ღმერთი იეჰოვა . . . ნადიმს გაუმართავს ყველა ხალხს“
-
ბიბლიურ დროში საკვების ერთად მირთმევა მშვიდობასა და მეგობრობაზე მიანიშნებდა.
„ძვლის ტვინიანი მსუყე კერძებით, თხლედალექილი, დაწმენდილი ღვინით“
-
მსუყე კერძები და დაწმენდილი ღვინო განასახიერებს იმ საუკეთესო სულიერ საკვებს, რითაც იეჰოვა უზრუნველგვყოფს.