იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით
ილოცეთ დევნილი ქრისტიანებისთვის
ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველებია, რომ მსახურებაში ხელის შესაშლელად სატანა დევნას დაგვიწყებდა (იოან. 15:20; გამოცხ. 12:17). რით შეგვიძლია დავეხმაროთ თანაქრისტიანებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში იდევნებიან? შეგვიძლია ვილოცოთ მათთვის. „მართალი კაცის ვედრებას დიდი ძალა აქვს“ (იაკ. 5:16).
რაზე შეგვიძლია ვილოცოთ? შეგვიძლია ვთხოვოთ იეჰოვას, რომ მისცეს ჩვენს და-ძმებს გამბედაობა და დაეხმაროს მათ, არ შეშინდნენ (ეს. 41:10—13). აგრეთვე ჩვენ შეგვიძლია ვილოცოთ იმისთვის, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები დადებითად იყვნენ განწყობილი სამქადაგებლო საქმის მიმართ, „რათა კვლავაც წყნარად და მშვიდად ვიცხოვროთ“ (1 ტიმ. 2:1, 2).
როცა პავლეს და პეტრეს დევნიდნენ, პირველი საუკუნის ქრისტიანები სახელებით მოიხსენიებდნენ მათ თავიანთ ლოცვაში (საქ. 12:5; რომ. 15:30, 31). მაშინაც კი, თუ სახელებით არ ვიცნობთ, შეგვიძლია ჩვენს ლოცვებში მოვიხსენიოთ დევნილი და-ძმების კრება, ქვეყანა ან ტერიტორია.