მათეს მე-8 და მე-9 თავებში მოთხრობილია გალილეის მხარეში იესოს მსახურების დროს მომხდარი ზოგიერთი შემთხვევა. როცა იესო ხალხს კურნავდა, ეს მოწმობდა არა მარტო იმაზე, თუ რამხელა ძალას ფლობდა, არამედ იმაზეც, თუ რაოდენ დიდ სიყვარულსა და თანაგრძნობას ავლენდა სხვების მიმართ.
-
იესომ განკურნა კეთროვანი (მათ. 8:1—3).
-
იესომ განკურნა ასისთავის მსახური (მათ. 8:5—13).
მან განკურნა პეტრეს სიდედრი (მათ. 8:14, 15).
იესომ განდევნა დემონები და განკურნა სხვადასხვა დაავადებით გატანჯული ადამიანები (მათ. 8:16, 17).
-
იესომ მეტისმეტად მრისხანე დემონები განდევნა და ღორების კოლტში შეუშვა (მათ. 8:28—32).
-
იესომ განკურნა დამბლადაცემული მამაკაცი (მათ. 9:1—8).
მან განკურნა ქალი, რომელიც ტანსაცმლის ფოჩზე შეეხო და მკვდრეთით აღადგინა იაიროსის ქალიშვილი (მათ. 9:18—26).
იესომ უსინათლოებს თვალები აუხილა და მუნჯი აალაპარაკა (მათ. 9:27—34).
-
იესო დადიოდა ყველა ქალაქსა და სოფელში და ნებისმიერ ავადმყოფობასა თუ უძლურებას კურნავდა (მათ. 9:35, 36).
როგორ შემიძლია მეტად გამოვავლინო სხვების მიმართ სიყვარული და თანაგრძნობა?