„ჩემი უღელი ადვილი სატარებელია“
იესო დურგალი იყო, ამიტომ ეცოდინებოდა უღლის გაკეთება. შესაძლოა ის უღელს ქსოვილის ან ტყავის ნაჭერს აკრავდა, რათა ადვილი სატარებელი ყოფილიყო. როცა ვინათლებით, იესოს მოწაფეობის უღელს ვიდგამთ, რაც იმას ნიშნავს, რომ გვეკისრება მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობები და ისეთი საქმის შესრულება, რომელსაც სირთულეები ახლავს თან. მიუხედავად ამისა, იესოს მოწაფეობა გამომაცოცხლებელია ჩვენთვის და მას უამრავი კურთხევა მოაქვს.
რა კურთხევები მიიღე მას შემდეგ, რაც იესოს უღელი დაიდგი?