არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ქრისტიანული ცხოვრება

ყოველწლიურ კონგრესებზე სიყვარულის გამოვლენის საშუალება გვეძლევა

ყოველწლიურ კონგრესებზე სიყვარულის გამოვლენის საშუალება გვეძლევა

რატომ გვახარებს ყოველწლიურ კონგრესებზე დასწრება? ძველ ისრაელში გამართული დღესასწაულების მსგავსად, კონგრესებზე ასობით, ზოგჯერ კი ათასობით თანამორწმუნესთან ერთად ვცემთ იეჰოვას თაყვანს. ასეთი დიდი შეკრებები ჩვენთვის სულიერი ნადიმია, სადაც მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად ვხარობთ. ღრმა მადლიერების გრძნობა აღგვძრავს, კონგრესის სამივე დღეს დავესწროთ.

ასეთი შეკრებების დროს მხოლოდ იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, თუ რას მივიღებთ, არამედ სხვების მიმართ სიყვარულის გამოვლენასაც უნდა ვეცადოთ (გალ. 6:10; ებრ. 10:24, 25). მაგალითად, როცა ვინმეს კარს ვუჭერთ ან მხოლოდ ოჯახის წევრებისთვის ვიკავებთ ადგილს, სხვების კეთილდღეობაზე ვზრუნავთ (ფილ. 2:3, 4). კონგრესებზე ახალი მეგობრების შეძენის შესაძლებლობა გვეძლევა. შეგვიძლია მიზნად დავისახოთ, პროგრამის დაწყებამდე, შესვენებაზე ან კონგრესის დასრულების შემდეგ უცნობ თანაქრისტიანებს გამოველაპარაკოთ (2 კორ. 6:13). კონგრესებზე შეიძლება ისეთი და-ძმები გავიცნოთ, რომლებთან მეგობრობაც მარადიულად გასტანს. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ შორის არსებული ნამდვილი სიყვარულის დანახვაზე შეიძლება გარშემომყოფებსაც გაუჩნდეთ ღვთისმსახურების სურვილი (იოან. 13:35).

უყურეთ ვიდეორგოლს «საერთაშორისო კონგრესები „სიყვარული არასოდეს მთავრდება“» და უპასუხეთ შემდეგ კითხვებს:

  • როგორ გამოავლინეს ადგილობრივმა და-ძმებმა სიყვარული 2019 წლის საერთაშორისო კონგრესებზე ჩასული სტუმრების მიმართ?

  • რატომ არის იეჰოვას ხალხს შორის არსებული ერთობა და სიყვარული ასეთი განსაკუთრებული?

  • ქრისტიანული სიყვარულის რომელ მხარეებზე გაამახვილეს ყურადღება ხელმძღვანელი საბჭოს წევრებმა?

  • როგორ შეგვიძლია ჩვენი წილი სიყვარული ვუწილადოთ და-ძმებს ასეთი დიდი შეკრებების დროს?

    როგორ დაამტკიცეს გერმანელმა და სამხრეთ კორეელმა და-ძმებმა, რომ სიყვარული იმარჯვებს?

  • რა უნდა გვქონდეს გადაწყვეტილი?