ქრისტიანული ცხოვრება
იმსახურებ მარტსა და აპრილში დამხმარე პიონერად?
გსურს, მეტად დაიხარჯო იეჰოვასთვის გახსენების საღამოს პერიოდში? (2 კორ. 5:14, 15). მარტსა და აპრილში დამხმარე პიონერებს შესაძლებლობა ექნებათ, 30 ან 50-საათიანი ნორმა შეასრულონ. თუ გსურს ამ განსაკუთრებულ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება, შეავსე განცხადება და გადაეცი კრების სამსახურებრივ კომიტეტს. ამ ორი თვის განმავლობაში კრების შეხვედრაზე გამოცხადდება იმ და-ძმების სახელები და გვარები, რომლებსაც უხუცესები დამხმარე პიონერად მსახურებისთვის რეკომენდაციას გაუწევენ. ამგვარად, კრება პიონერებს უფრო მეტად დაუჭერს მხარს. მოდი ხელიდან არ გავუშვათ დამხმარე პიონერად მსახურების შესაძლებლობა და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ამ განსაკუთრებულ პერიოდში დავიხვეწოთ, როგორც მქადაგებლები და გავამხნეოთ ერთმანეთი (1 თეს. 5:11).