არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ქრისტიანული ცხოვრება

იეჰოვა და იესო გაგვათავისუფლებენ!

იეჰოვა და იესო გაგვათავისუფლებენ!

რასთან გიწევს ყოველდღიურად ბრძოლა? როგორც ოჯახისთავს, შეიძლება ბევრი პასუხისმგებლობა გაკისრია. თუ მარტოხელა მშობელი ხარ, ალბათ, ოჯახის სარჩენად ბევრს შრომობ. თუ სკოლაში სწავლობ, შესაძლოა თანაკლასელები შენს დაჩაგვრას ცდილობენ. შეიძლება სუსტი ჯანმრთელობით ან ასაკით გამოწვეულ პრობლემებს ებრძვი. ასეა თუ ისე, ყველას რაღაცასთან გვიწევს ბრძოლა. ბევრი ქრისტიანი ერთდროულად რამდენიმე პრობლემასაა შეჭიდებული. საბედნიეროდ, მალე ყველა გავთავისუფლდებით ამ საშინელი ყოფისგან! (2 კორ. 4:16—18).

მანამდე კი გვანუგეშებს იმის ცოდნა, რომ იეჰოვას ესმის, რასთან გვიწევს ბრძოლა და ახარებს, რომ ერთგულებასა და მოთმინებას ვავლენთ. სანაცვლოდ, უხვ კურთხევებს გვპირდება (იერ. 29:11, 12). იესოც ინტერესდება თითოეული ჩვენგანით. თუ პირნათლად შევასრულებთ ჩვენს ქრისტიანულ მოვალეობებს, ისიც შეასრულებს თავის დაპირებას და ყოველთვის ჩვენთან იქნება (მათ. 28:20). მომავალ თავისუფლებაზე ფიქრი იმედს გვიმტკიცებს და გვეხმარება, მედგრად დავუდგეთ განსაცდელებს (რომ. 8:19—21).

უყურეთ ვიდეორგოლს „ქარიშხლის მოლოდინში კვლავ იესოსკენ მიმართეთ მზერა! — სამეფოს მომავალი კურთხევები“ და უპასუხეთ შემდეგ კითხვებს:

  • როგორ გაუცხოვდნენ ადამიანები ღვთისგან და რა მოჰყვა ამას შედეგად?

  • როგორი მომავალი ელით იეჰოვას ერთგულთ?

  • ვისი წყალობით გვაქვს ასეთი საუცხოო მომავლის იმედი?

  • რომელი დანაპირების შესრულებას ელი ახალ ქვეყნიერებაში?

წარმოიდგინე საკუთარი თავი ახალ ქვეყნიერებაში