არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ

ეჭვი ნუ შეგეპარებათ იეჰოვას ურყევ სიყვარულში!

ეჭვი ნუ შეგეპარებათ იეჰოვას ურყევ სიყვარულში!

იეჰოვასთვის ძალიან ძვირფასი ხართ! (ეს. 43:4). მან დაგიახლოვათ და თავისი ორგანიზაციისკენ მიგიზიდათ, ამიტომ მიძღვნისა და ნათლობის შემდეგ იეჰოვას ეკუთვნით. დარწმუნებული იყავით, რომ ის სათუთად ზრუნავს თქვენზე, განსაკუთრებით, როცა რთული პერიოდი გიდგათ. ურყევ სიყვარულს ღმერთი თავისი ორგანიზაციის მეშვეობით გვიმტკიცებს (ფსალმ. 25:10).

იეჰოვას სიყვარულს უფრო მეტად დავაფასებთ, თუ ვიფიქრებთ, როგორ ზრუნავს მისი ორგანიზაცია სტიქიით დაზარალებულ და-ძმებზე.

ᲣᲧᲣᲠᲔᲗ ᲕᲘᲓᲔᲝᲠᲒᲝᲚᲡ „ᲙᲝᲝᲠᲓᲘᲜᲐᲢᲝᲠᲗᲐ ᲙᲝᲛᲘᲢᲔᲢᲘᲡ 2019 ᲬᲚᲘᲡ ᲐᲜᲒᲐᲠᲘᲨᲘ“, ᲓᲐ ᲣᲞᲐᲡᲣᲮᲔᲗ ᲨᲔᲛᲓᲔᲒ ᲙᲘᲗᲮᲕᲔᲑᲡ:

  • როგორ მოამზადა კოორდინატორთა კომიტეტმა მთელ მსოფლიოში არსებული ფილიალები სტიქიურ უბედურებებთან გასამკლავებლად?

  • როგორ იზრუნა იეჰოვას ორგანიზაციამ ინდონეზიასა და ნიგერიაში მცხოვრებ და-ძმებზე და როგორ გაუწია მათ ხელმძღვანელობა?

  • კოვიდ-19-ის პანდემიის დროს ღვთის ორგანიზაციის რომელმა გადაწყვეტილებამ მოახდინა თქვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება?