არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ

გამეფებისას საული თავმდაბალი და მოკრძალებული იყო

გამეფებისას საული თავმდაბალი და მოკრძალებული იყო

საული მოკრძალებული იყო და ფიქრობდა, რომ მეფობისთვის მზად არ იყო (1 სამ. 9:21; 10:20—22; w20.08 10 ¶11).

საულმა ნაჩქარევად არ იმოქმედა, როცა უპატივცემულოდ მოექცნენ და უარყოფითად ილაპარაკეს მასზე (1 სამ. 10:27; 11:12, 13; w14 3/15 9 ¶8).

ის იეჰოვას სულის ხელმძღვანელობას მიჰყვებოდა (1 სამ. 11:5—7; w95 12/15 10 ¶1).

თავმდაბლობა გვჭირდება, რომ ჩვენი პასუხისმგებლობები თუ უნარები იეჰოვასგან ბოძებულ ძღვნად მივიჩნიოთ (რომ. 12:3, 16; 1 კორ. 4:7). ეს თვისება გვეხმარება, საკუთარ თავზე არ გავხდეთ დაიმედებული და ხელმძღვანელობისთვის ყოველთვის იეჰოვას მივმართოთ.