ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ | ᲡᲘᲮᲐᲠᲣᲚᲘ ᲞᲝᲕᲔᲗ ᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐᲨᲘ
დაეხმარეთ ბიბლიის შემსწავლელებს, დაესწრონ კრების შეხვედრებს
კრების შეხვედრებზე დასწრება წმინდა თაყვანისმცემლობის განუყოფელი ნაწილია (ფსალმ. 22:22). იეჰოვას თაყვანსაცემად შეკრებილ ხალხს სიხარული და კურთხევები არ აკლია (ფსალმ. 65:4). როგორც წესი, ბიბლიის შემსწავლელები სწრაფად იზრდებიან სულიერად, როცა კრების შეხვედრებს რეგულარულად ესწრებიან.
რა უნდა გააკეთოთ, რომ თქვენი ბიბლიის შემსწავლელიც დაესწროს კრების შეხვედრებს? ხშირად დაპატიჟეთ შეხვედრაზე; აჩვენეთ ვიდეორგოლი „როგორ ტარდება იეჰოვას მოწმეთა კრების შეხვედრები?“. აუხსენით, რატომ არის კარგი შეხვედრებზე დასწრება (lff მე-10 გაკვეთილი). გაუზიარეთ, რომელი აზრები მოგეწონათ შეხვედრიდან ან მოკლედ გააცანით მომდევნო შეხვედრის პროგრამა. მიეცით კრების შეხვედრაზე განსახილველი პუბლიკაციები. შესთავაზეთ დახმარება, მაგალითად მანქანით წაყვანა. ნუ დაიშურებთ ძალისხმევას, რადგან უდიდეს სიხარულს იგრძნობთ, როცა თქვენი ბიბლიის შემსწავლელი პირველად დაესწრება კრების შეხვედრას (1 კორ. 14:24, 25).
ᲣᲧᲣᲠᲔᲗ ᲕᲘᲓᲔᲝᲠᲒᲝᲚᲡ „ᲓᲐᲔᲮᲛᲐᲠᲔᲗ ᲑᲘᲑᲚᲘᲘᲡ ᲨᲔᲛᲡᲬᲐᲕᲚᲔᲚᲔᲑᲡ, ᲓᲐᲔᲡᲬᲠᲝᲜ ᲙᲠᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲡ“, ᲓᲐ ᲣᲞᲐᲡᲣᲮᲔᲗ ᲨᲔᲛᲓᲔᲒ ᲙᲘᲗᲮᲕᲔᲑᲡ:
-
რა შესაძლებლობა გამოიყენა ნიტამ, რომ ჯეიდი კრების შეხვედრაზე დაეპატიჟებინა?
-
რატომ გვიხარია, როცა ბიბლიის შემსწავლელი კრების შეხვედრებს ესწრება?
-
რა დაინახა ჯეიდმა კრების შეხვედრაზე?