ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ
ღვთის მითითებების მიყოლას კარგი შედეგი მოჰყვება
დავითს ძლიერ სურდა, რომ შეთანხმების კიდობანი იერუსალიმში დაებრუნებინა (1 მატ. 13:3).
პირველ მცდელობას ცუდი შედეგი მოჰყვა, რადგან არ გაითვალისწინა კიდობნის გადატანასთან დაკავშირებული ღვთის მითითებები (1 მატ. 15:13; w03 5/1 10 ¶12).
მოგვიანებით მას ხელი მოემართა, რადგან მიჰყვა ღვთის ხელმძღვანელობას (1 მატ. 15:2; 16:11; w03 5/1 11 ¶13).
იეჰოვას სიამოვნებს, როცა სწორი მოტივებით ვემსახურებით. თუმცა ჩვენი საქმეები მისთვის მოსაწონი რომ იყოს, ზედმიწევნით უნდა მივყვეთ მის მითითებებს (კან. 30:16).