ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ
განიმტკიცეთ ღვთის სიტყვისადმი რწმენა!
ღვთის სიტყვას შესწევს ძალა, ჩვენს ცხოვრებაზე უდიდესი გავლენა მოახდინოს (ებრ. 4:12). თუმცა ბიბლიურმა რჩევებმა და მითითებებმა მოქმედებისკენ რომ აღგვძრას, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ის ნამდვილად ღვთის სიტყვაა (1 თეს. 2:13). როგორ განვიმტკიცოთ რწმენა ბიბლიისადმი?
იკითხეთ ყოველდღე. კითხვისას დააკვირდით, რა მოწმობს იმაზე, რომ ბიბლია ღვთივშთაგონებული წიგნია. მაგალითად, დაფიქრდით წიგნ „იგავებში“ ჩაწერილ ბრძნულ რჩევებზე, რომლებსაც დრომ ვერაფერი დააკლო (იგავ. 13:20; 14:30).
უფრო ღრმად გამოიკვლიეთ. გაეცანით ფაქტებს, რაც ადასტურებს, რომ ბიბლიის ავტორი იეჰოვა ღმერთია. „იეჰოვას მოწმეების საკვლევ სახელმძღვანელოში“ იხილეთ თემა „ბიბლია“ და ქვეპუნქტი „ღვთისგან შთაგონებული“. იმაში დასარწმუნებლად, რომ ბიბლიამ ჩვენამდე უცვლელი სახით მოაღწია, შეგიძლიათ გაეცნოთ „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ დანართს ა3.
ᲣᲧᲣᲠᲔᲗ ᲕᲘᲓᲔᲝᲠᲒᲝᲚᲡ „ᲠᲐᲢᲝᲛ ᲒᲕᲬᲐᲛᲡ, ᲠᲝᲛ . . . ᲑᲘᲑᲚᲘᲐ ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲐᲐ?“, ᲓᲐ ᲣᲞᲐᲡᲣᲮᲔᲗ ᲨᲔᲛᲓᲔᲒ ᲙᲘᲗᲮᲕᲔᲑᲡ:
-
როგორ ადასტურებს ეგვიპტეში, კარნაკის ტაძრის კედელზე, აღმოჩენილი რელიეფი, რომ ღვთის სიტყვა უტყუარ ფაქტებს ეფუძნება?
-
რატომ შეგვიძლია იმის თქმა, რომ დროის სვლასთან ერთად ბიბლიური აზრები არ დამახინჯებულა?
-
როგორ განგიმტკიცათ ღვთის სიტყვისადმი ნდობა იმ ფაქტმა, რომ მან ჩვენამდე უცვლელი სახით მოაღწია? (წაიკითხეთ ესაიას 40:8).