ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ
მოემზადეთ გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევებისთვის
რატომ უნდა მოემზადოთ? გადაუდებელი სამედიცინო დახმარება და ჰოსპიტალიზაცია შეიძლება მოულოდნელად დაგჭირდეთ. თუმცა შეგიძლიათ დღესვე მოემზადოთ, რომ საჭიროების შემთხვევაში საუკეთესო სამედიცინო დახმარება მიიღოთ. თუ თადარიგს დაიჭერთ, ცხადყოფთ, რომ აფასებთ სიცოცხლეს და იზიარებთ იეჰოვას თვალსაზრისს სისხლთან დაკავშირებით (საქ. 15:28, 29).
როგორ უნდა მოემზადოთ?
-
ილოცეთ და დაკვირვებით შეავსეთ სამედიცინო მინდობილობა. a მონათლულ ქრისტიანს შეუძლია ლიტერატურაზე პასუხისმგებელ ძმას გამოართვას სამედიცინო მინდობილობა ან ბავშვებისთვის განკუთვნილი საიდენტიფიკაციო ბარათი (ic).
-
თუ ბავშვს ელოდებით, შეგიძლიათ უხუცესებს სთხოვოთ დოკუმენტი „ინფორმაცია ორსულებისთვის“ (S-401). ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ, სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ სამედიცინო საკითხებთან დაკავშირებით როგორც ორსულობის, ისე მშობიარობის პერიოდში.
-
თუ საავადმყოფოში დაწოლას ან ისეთი სამედიცინო პროცედურის ჩატარებას აპირებთ, რომლის დროსაც შეიძლება სისხლის გადასხმის საკითხი დადგეს, წინასწარ შეატყობინეთ თქვენი კრების უხუცესებს. ჩააყენეთ საავადმყოფოს ადმინისტრაცია საქმის კურსში, რომ მოგინახულებთ იეჰოვას მოწმეთა წარმომადგენელი.
რა მხრივ დაგეხმარებიან უხუცესები? ისინი დაგეხმარებიან სამედიცინო მინდობილობის შევსებაში. თუმცა მკურნალობის მეთოდებთან დაკავშირებით თქვენ მაგივრად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ და ვერც თავიანთ მოსაზრებას გაგიზიარებენ ისეთ საკითხებზე, რაც პირადი გადასაწყვეტია (რომ. 14:12; გალ. 6:5). როცა უხუცესებს შეატყობინებთ, რომ მკურნალობის დროს შეიძლება სისხლის გადასხმის საკითხი წამოიჭრას, ისინი დაუყოვნებლივ დაუკავშირდებიან საავადმყოფოებთან თანამშრომლობის კომიტეტს.
რა მხრივ დაგეხმარებათ საავადმყოფოებთან თანამშრომლობის კომიტეტი? ამ კომიტეტში მომსახურე ძმებს გავლილი აქვთ სპეციალური ტრენინგი, თუ როგორ აუხსნან სამედიცინო და იურიდიული სფეროების წარმომადგენლებს სისხლთან მიმართებით ჩვენი რელიგიური შეხედულება. ისინი ექიმებს ალტერნატიულ მეთოდებს გააცნობენ. საჭიროების შემთხვევაში დაგეხმარებიან ისეთი ექიმის მოძებნაში, რომელიც თანამშრომლობს ამ კომიტეტებთან.
ᲣᲧᲣᲠᲔᲗ ᲕᲘᲓᲔᲝᲠᲒᲝᲚᲡ „ᲠᲝᲒᲝᲠ ᲒᲐᲓᲐᲕᲬᲧᲕᲘᲢᲝᲗ ᲛᲙᲣᲠᲜᲐᲚᲝᲑᲘᲡᲐᲡ ᲡᲘᲡᲮᲚᲗᲐᲜ ᲓᲐᲙᲐᲕᲨᲘᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲡᲐᲙᲘᲗᲮᲔᲑᲘ“, ᲓᲐ ᲣᲞᲐᲡᲣᲮᲔᲗ ᲨᲔᲛᲓᲔᲒ ᲙᲘᲗᲮᲕᲐᲡ:
-
როგორ დაგეხმარებათ ვიდეოში მოცემული ინფორმაცია, წინასწარ მოემზადოთ გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევებისთვის, რომლის დროსაც შეიძლება სისხლის გადასხმის საკითხი დადგეს?
a წიგნის „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“ 39-ე გაკვეთილი დაგეხმარებათ, მიიღოთ გადაწყვეტილებები სისხლის გამოყენებასთან დაკავშირებით.