ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ
იეჰოვა განსაცდელების ატანაში გვეხმარება
ბოლო დღეებში ცხოვრება დღითი დღე მძიმდება. ზოგჯერ ისეთი განცდა გვაქვს, რომ მეტის ატანა აღარ შეგვიძლია. მაგრამ თუ ახლო ურთიერთობას შევინარჩუნებთ იეჰოვასთან, ის ურთულეს განსაცდელებსაც აგვატანინებს (ეს. 43:2, 4). რა დაგვეხმარება, რომ განსაცდელების დროსაც შევძლოთ ღმერთთან ახლო ურთიერთობის შენარჩუნება?
ლოცვა. როცა გულს ვუღვრით იეჰოვას, ის შინაგან სიმშვიდეს გვგვრის და ემოციურად გვაძლიერებს, რომ განსაცდელებს მედგრად დავუდგეთ (ფილ. 4:6, 7; 1 თეს. 5:17).
შეხვედრები. დღეს სულიერი საზრდო და კრების შეხვედრებზე ღვთის ხალხთან ურთიერთობა ისე გვჭირდება, როგორც არასდროს (ებრ. 10:24, 25). ღვთის წმინდა სულის ძალა სრულად რომ შევიგრძნოთ, უნდა მოვემზადოთ შეხვედრებისთვის, დავესწროთ და მონაწილეობა მივიღოთ (გამოცხ. 2:29).
მსახურება. თუ აქტიურად ვიქნებით ჩაბმულნი მსახურებაში, დადებითზე კონცენტრირება გაგვიადვილდება. ქადაგება უფრო გვაახლოებს როგორც იეჰოვასთან, ისე და-ძმებთან (1 კორ. 3:5—10).
ᲣᲧᲣᲠᲔᲗ ᲕᲘᲓᲔᲝᲠᲒᲝᲚᲡ „ᲘᲔᲰᲝᲕᲐ ᲨᲕᲘᲚᲐᲓ ᲛᲘᲒᲘᲦᲔᲑᲡ“, ᲓᲐ ᲣᲞᲐᲡᲣᲮᲔᲗ ᲨᲔᲛᲓᲔᲒ ᲙᲘᲗᲮᲕᲔᲑᲡ:
-
რა დაეხმარა მალუს, ურთულეს სიტუაციაშიც შეენარჩუნებინა იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა?
-
მალუს მსგავსად ჩვენ როგორ გვანუგეშებს ფსალმუნის 34:18 განსაცდელების დროს?
-
როგორ დაგვანახვა მალუს შემთხვევამ, რომ იეჰოვა გვაძლევს ძალას, „რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“? (2 კორ. 4:7).