ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ
დაისახეთ მიზნები გახსენების საღამოსთვის
ყოველ წელს იეჰოვას მოწმეები მოუთმენლად ელიან იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს. ამ პერიოდში განსაკუთრებულ ძალისხმევას ვახმართ, რომ განვადიდოთ იეჰოვა და მადლიერება გამოვხატოთ მის მიერ გაღებული უძვირფასესი ძღვნისთვის — გამოსასყიდისთვის (ეფეს. 1:3, 7). მაგალითად, მთელი გულით ვეპატიჟებით ხალხს გახსენების საღამოზე. ვცდილობთ, გეგმები ისე შევადგინოთ, რომ მარტში ან აპრილში დამხმარე პიონერად ვიმსახუროთ. ამ პერიოდში შესაძლებლობა გვეძლევა, 30 ან 50 საათიანი ნორმა შევასრულოთ. გსურთ, მეტი დრო დაუთმოთ მსახურებას გახსენების საღამოს პერიოდში? რა პრაქტიკული ნაბიჯები უნდა გადადგათ, რომ დასახულ მიზანს მიაღწიოთ?
გეგმის წინასწარ შედგენა, როგორც წესი, მიზნის მიღწევას გვიადვილებს (იგავ. 21:5). ვინაიდან დრო სწრაფად გადის, კარგი იქნება, თუ ახლავე დავიწყებთ მომზადებას. დაფიქრდით, რისი გაკეთება შეგიძლიათ, რომ უფრო მეტად დაიხარჯოთ მსახურებაში და რა დაგეხმარებათ ამ მიზნის მიღწევაში. სთხოვეთ იეჰოვას, რომ აკურთხოს თქვენი ძალისხმევა (1 იოან. 5:14, 15).
შეგიძლიათ ისე შეადგინოთ გეგმები, რომ გახსენების საღამოს პერიოდში მეტი დრო დაუთმოთ მსახურებას?