არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

15—21 იანვარი

ᲘᲝᲑᲘ 36, 37

15—21 იანვარი

სიმღერა 147 და ლოცვა | შესავალი სიტყვა (1 წთ.)

ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ

1. რატომ შეგვიძლია ვენდოთ ღვთის დაპირებას მარადიული სიცოცხლის შესახებ?

(10 წთ.)

იეჰოვა მარადარსებულია (იობ. 36:26; w15 10/1 13 ¶1, 2).

მას სიბრძნეც აქვს და ძალაც, რომ სიცოცხლის არსებობა უზრუნველყოს (იობ. 36:27, 28; w20.05 22 ¶6).

იეჰოვა გვასწავლის, როგორ მოვიპოვოთ მარადიული სიცოცხლე (იობ. 36:4, 22; იოან. 17:3).


თუ ეჭვი არ შეგვეპარება, რომ ღმერთი მარადიულ სიცოცხლეს მოგვცემს, სირთულეების გადატანა გაგვიადვილდება (ებრ. 6:19; w22.10 28 ¶16).

2. ღვთის სიტყვის სიღრმეები

(10 წთ.)

  • იობ. 37:20 — როგორ ვრცელდებოდა ინფორმაცია ბიბლიურ დროში? (it „ინფორმაციის გადაცემა“).

  • რა აღმოჩნდა თქვენთვის საინტერესო ამ კვირაში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთიდან?

3. ბიბლიის კითხვა

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ

4. საუბრის წამოწყება

(3 წთ.) ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲘᲕᲠᲪᲔᲨᲘ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. (lmd გაკვეთილი 3, პუნქტი 3)

5. ინტერესის გაღვივება

(4 წთ.) ᲙᲐᲠᲓᲐᲙᲐᲠ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. (lmd გაკვეთილი 2, პუნქტი 5)

6. საკუთარ მრწამსზე მსჯელობა

(5 წთ.) მოხსენება. ijwfq 57 ¶5—15 — თემა: რატომ დევნიდნენ იეჰოვას მოწმეებს ჰოლოკოსტის დროს? (th გაკვეთილი 18)

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ

სიმღერა 49

7. წინასწარ მოემზადეთ სამედიცინო პროცედურებისთვის

(15 წთ.) განხილვა. წარმოადგენს უხუცესი.

იეჰოვას ორგანიზაცია სხვადასხვა საშუალებით უზრუნველგვყოფს, რომ დავიცვათ სისხლთან დაკავშირებული ღვთის კანონი (საქ. 15:28, 29). რამდენად კარგად იყენებთ ამ საშუალებებს?

„სამედიცინო მინდობილობა“ (DPA) და „საიდენტიფიკაციო ბარათი“ (ic): ამ ბარათებში ახსნილია პაციენტის პოზიცია სამედიცინო მიზნით სისხლის გამოყენებასთან დაკავშირებით. მონათლულ ქრისტიანს შეუძლია ლიტერატურაზე პასუხისმგებელ ძმას გამოართვას სამედიცინო მინდობილობა ან ბავშვებისთვის განკუთვნილი საიდენტიფიკაციო ბარათი. ეს ბარათები ყოველთვის თან უნდა გვქონდეს. თუ ბარათი შესავსები ან გასაახლებელი გაქვთ, ნუ გადადებთ ამის გაკეთებას.

„ინფორმაცია ორსულებისთვის“ (S-401) და „ინფორმაცია პაციენტებისთვის, რომლებიც ქირურგიულ ჩარევას ან ქიმიოთერაპიას საჭიროებენ“ (S-407): ეს დოკუმენტები გვეხმარება, უკეთ მოვემზადოთ სამედიცინო ჩარევისთვის, მათ შორის ისეთი პროცედურებისთვის, რომლებიც სისხლის გამოყენებას მოიცავს. თუ ბავშვს ელოდებით, ოპერაციას გეგმავთ ან ონკოლოგიურ მკურნალობას საჭიროებთ, შეგიძლიათ უხუცესებს გამოართვათ თქვენთვის საჭირო დოკუმენტი.

საავადმყოფოებთან თანამშრომლობის კომიტეტი (HLC): ამ კომიტეტში მსახურობენ უხუცესები, რომლებსაც სპეციალური მომზადება აქვთ გავლილი. ისინი სისხლთან დაკავშირებულ საკითხებზე საჭირო ინფორმაციას აწვდიან როგორც ექიმებს, ისე იეჰოვას მოწმე პაციენტებს. ისინი სამედიცინო პერსონალს აცნობენ მკურნალობის იმ მეთოდებს, რომლებიც სისხლის გამოყენებას არ საჭიროებს. მათ შეუძლიათ ისეთი ექიმის მოძებნაში დაგეხმარონ, რომელიც სისხლის გადასხმის გარეშე მკურნალობს. ეს ძმები 24 საათის განმავლობაში მზად არიან თქვენ დასახმარებლად. რაც შეიძლება მალე დაუკავშირდით მათ, თუ ჰოსპიტალიზაცია, ქირურგიული ჩარევა ან რაიმე სახის თერაპია, მაგალითად კიბოს სამკურნალო თერაპია დაგჭირდებათ. საქმის კურსში ჩააყენეთ საავადმყოფოებთან თანამშრომლობის კომიტეტი მაშინაც კი, თუ ფიქრობთ, რომ სისხლის გამოყენება არ გახდება საჭირო. ეს მითითება ორსულებსაც ეხებათ. საჭიროების შემთხვევაში ამ ძმების საკონტაქტო ინფორმაცია შეგიძლიათ გამოართვათ რომელიმე უხუცესს.

აუდიტორიას უჩვენე ᲕᲘᲓᲔᲝ „რას აკეთებენ და-ძმებისთვის საავადმყოფოებთან თანამშრომლობის კომიტეტებში მომსახურე ძმები?“. შემდეგ ჰკითხე:

როგორ დაგეხმარებათ საავადმყოფოებთან თანამშრომლობის კომიტეტი, თუ ოპერაცია ან რაიმე სახის სამედიცინო ჩარევა დაგჭირდებათ?

8. კრების ბიბლიის შესწავლა

დასკვნითი სიტყვა (3 წთ.) | სიმღერა 67 და ლოცვა