არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

19—25 თებერვალი

ᲤᲡᲐᲚᲛᲣᲜᲔᲑᲘ 8—10

19—25 თებერვალი

სიმღერა 2 და ლოცვა | შესავალი სიტყვა (1 წთ.)

ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ

1. „მთელი გულით შეგასხამ ხოტბას, იეჰოვა!“

(10 წთ.)

ღმერთი დიდ სიკეთეს ავლენს ჩვენ მიმართ (ფსალმ. 8:3—6; w21.08 3 ¶6).

იეჰოვას ხოტბას ვასხამთ, როცა სიხარულით ვესაუბრებით სხვებს მისი დიდებული საქმეების შესახებ (ფსალმ. 9:1; w20.05 23 ¶10).

იეჰოვას მაშინაც ვასხამთ ხოტბას, როცა მთელი გულით ვასრულებთ მის განმადიდებელ სიმღერებს (ფსალმ. 9:2; w22.04 7 ¶13).

ᲰᲙᲘᲗᲮᲔᲗ ᲡᲐᲙᲣᲗᲐᲠ ᲗᲐᲕᲡ: კიდევ როგორ შემიძლია დიდება მივაგო იეჰოვას?

2. ღვთის სიტყვის სიღრმეები

(10 წთ.)

  • ფსალმ. 8:3 — რა იგულისხმა ფსალმუნმომღერალმა, როცა ღვთის თითები მოიხსენია? (it „თითი“ ¶3).

  • რა აღმოჩნდა თქვენთვის საინტერესო ამ კვირაში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთიდან?

3. ბიბლიის კითხვა

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ

4. საუბრის წამოწყება

(3 წთ.) ᲙᲐᲠᲓᲐᲙᲐᲠ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. მობინადრე გეუბნება, რომ ღმერთის არ სწამს. (lmd გაკვეთილი 5, პუნქტი 4)

5. ინტერესის გაღვივება

(4 წთ.) ᲐᲠᲐᲤᲝᲠᲛᲐᲚᲣᲠᲐᲓ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. წინა ჯერზე მოსაუბრემ გითხრა, რომ არ სწამს ღმერთის, თუმცა მზად არის განსხვავებული აზრის მოსასმენად. (th გაკვეთილი 7)

6. მოხსენება

(5 წთ.) w21.06 6, 7 ¶15—18 — თემა: დაეხმარეთ ბიბლიის შემსწავლელს, განადიდოს იეჰოვა. (th გაკვეთილი 10)

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ

სიმღერა 10

7. ბუნებრივად წამოიწყე საუბარი არაფორმალურად ქადაგებისას

(10 წთ.) განხილვა.

ერთ-ერთი საშუალება, რითაც იეჰოვას განდიდება შეგვიძლია, არაფორმალურად ქადაგებაა (ფსალმ. 35:28). თავიდან ეს შეიძლება განცდებთან იყოს დაკავშირებული, თუმცა დროთა განმავლობაში ვისწავლით, როგორ წამოვიწყოთ და გავაგრძელოთ საუბარი ბუნებრივად, რაც სიხარულს მოგვანიჭებს.

აუდიტორიას უჩვენე ᲕᲘᲓᲔᲝ «მზად იყავით „მშვიდობის შესახებ სასიხარულო ცნობის“ გასაცხადებლად — გამოავლინეთ ინიციატივა». შემდეგ ჰკითხე:

როგორ დაგეხმარებათ ეს ინსცენირება, უფრო ბუნებრივად წამოიწყოთ საუბარი არაფორმალურ სიტუაციაში?

ქვემოთ მოცემული რჩევები საუბრის წამოწყებაში დაგეხმარებათ:

  •   ეცადეთ, ყოველდღიური სიტუაციები საუბრის წამოსაწყებად გამოიყენოთ. ილოცეთ და სთხოვეთ იეჰოვას, რომ გულწრფელი ადამიანები შეგახვედროთ.

  •   იყავით მეგობრული და ყურადღებიანი. შეეცადეთ, რაიმე გაიგოთ მის შესახებ, ვისაც ესაუბრებით. ეს მისთვის საინტერესო თემის შერჩევაში დაგეხმარებათ.

  •   თუ თქვენს კულტურაში მისაღებია და სიტუაცია საშუალებას გაძლევთ, ეცადეთ, საკონტაქტო ინფორმაცია გაცვალოთ.

  •   გულს ნუ გაიტეხთ, თუ საუბარს ისე დაასრულებთ, რომ ქადაგება არ გამოგივათ.

  •   საუბრის შემდეგ დაფიქრდით, რომელი ბიბლიური მუხლი ან ჩვენს ვებგვერდზე განთავსებული სტატია მიესადაგება მის სიტუაციას და შესაბამისი ბმული გაუგზავნეთ.

ეცადეთ, ასე მოიქცეთ: თუ ვინმე გკითხავთ, როგორ ჩაიარა შაბათ-კვირამ, გაუზიარეთ კრების შეხვედრაზე მოსმენილი რომელიმე აზრი ან უთხარით, რომ სხვებს ბიბლიის შესწავლაში ეხმარებით.

8. ადგილობრივი მოთხოვნილებები

(5 წთ.)

9. კრების ბიბლიის შესწავლა

დასკვნითი სიტყვა (3 წთ.) | სიმღერა 65 და ლოცვა