26 თებერვალი — 3 მარტი
ᲤᲡᲐᲚᲛᲣᲜᲔᲑᲘ 11—15
სიმღერა 139 და ლოცვა | შესავალი სიტყვა (1 წთ.)
1. წარმოიდგინე შენი თავი ახალ ქვეყნიერებაში
(10 წთ.)
ბევრი არაფრად აგდებს სახელმწიფო კანონებს, რაც ხშირად ძალადობის მიზეზი ხდება (ფსალმ. 11:2, 3; w06 5/15 18 ¶3).
გვჯერა, რომ იეჰოვა ძალიან მალე აღმოფხვრის ძალადობას (ფსალმ. 11:5; wp16.4 11).
იმაზე ფიქრი, რომ იეჰოვა მალე გვიხსნის ძალადობისგან, გვეხმარება, მოთმინებით დაველოდოთ ახალ ქვეყნიერებას (ფსალმ. 13:5, 6; w17.08 7 ¶15).
ᲔᲪᲐᲓᲔᲗ, ᲐᲡᲔ ᲛᲝᲘᲥᲪᲔᲗ: წაიკითხეთ ეზეკიელის 34:25 და თავი იქ აღწერილ გარემოში წარმოიდგინეთ (kr 236 ¶16).
2. ღვთის სიტყვის სიღრმეები
(10 წთ.)
-
ფსალმ. 14:1 — რატომ შეიძლება ქრისტიანსაც განუვითარდეს ასეთი აზროვნება და რაში შეიძლება გამოიხატოს ეს? (w13 9/15 20 ¶12).
-
რა აღმოჩნდა თქვენთვის საინტერესო ამ კვირაში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთიდან?
3. ბიბლიის კითხვა
(4 წთ.) ფსალმ. 13:1—14:7 (th გაკვეთილი 2)
4. საუბრის წამოწყება
(2 წთ.) ᲐᲠᲐᲤᲝᲠᲛᲐᲚᲣᲠᲐᲓ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. დაპატიჟე მსმენელი გახსენების საღამოზე. (lmd გაკვეთილი 5, პუნქტი 3)
5. საუბრის წამოწყება
(1 წთ.) ᲙᲐᲠᲓᲐᲙᲐᲠ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. დაპატიჟე მობინადრე გახსენების საღამოზე. (lmd გაკვეთილი 3, პუნქტი 4)
6. საუბრის წამოწყება
(3 წთ.) ᲙᲐᲠᲓᲐᲙᲐᲠ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. მობინადრე ინტერესით გართმევს გახსენების საღამოს მოსაწვევს. (lmd გაკვეთილი 7, პუნქტი 4)
7. მოწაფეების მომზადება
(5 წთ.) lff მე-13 გაკვეთილის შეჯამება, გასამეორებელი კითხვები და დავალება. გამოიყენე ერთ-ერთი სტატია ჩარჩოდან „გაიგეთ მეტი“, რათა ბიბლიის შემსწავლელს ცრუ რელიგიისადმი ღვთის დამოკიდებულება დაანახვო. (th გაკვეთილი 12)
სიმღერა 8
8. „სიბრძნე საომარ იარაღს სჯობია“
(10 წთ.) განხილვა.
ძალადობა მსოფლიოში უფრო და უფრო იკიდებს ფეხს. იეჰოვამ კარგად იცის, რომ ძალიან გვიჭირს მოძალადე ადამიანების გარემოცვაში ცხოვრება და უყურადღებოდ არ გვტოვებს. ერთ-ერთი საშუალება, რითაც ის თავის მსახურებს იცავს, ბიბლიაში ჩაწერილი რჩევებია (ფსალმ. 12:5—7).
ბიბლიური „სიბრძნე საომარ იარაღს სჯობია“ (ეკლ. 9:18). ქვემოთ მოცემული პრინციპები დაგეხმარებათ, თავი დაიცვათ ძალადობისგან:
-
ეკლ. 4:9, 10 — მოერიდეთ სახიფათო სიტუაციებსა თუ ადგილებში მარტო ყოფნას.
-
იგავ. 22:3 — ყოველთვის ყურადღებით იყავით, რა ხდება თქვენ გარშემო, განსაკუთრებით ხალხმრავალ ადგილებში.
-
იგავ. 26:17 — ნუ ჩაერევით სხვების კამათში.
-
იგავ. 17:14 — გაერიდეთ სიტუაციას, თუ საფრთხის მოახლოებას გრძნობთ. ნუ მიუახლოვდებით საპროტესტო აქციაზე მყოფ ხალხს.
-
ლუკ. 12:15 — სიცოცხლეს ნუ გარისკავთ ქონების დასაცავად.
აუდიტორიას უჩვენე ᲕᲘᲓᲔᲝ „მიჰბაძეთ ძლიერი რწმენის მქონეთ და არა ურწმუნოთ — ენოქს და არა ლამექს“. შემდეგ ჰკითხე:
როგორ დაეხმარა ენოქის მაგალითი ოჯახისთავს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში? (ებრ. 11:5).
ზოგ შემთხვევაში ქრისტიანმა შეიძლება ჩათვალოს, რომ რაიმე უნდა იღონოს თავისი სიცოცხლის ან ქონების დასაცავად. ამ დროს მან უდიდესი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, რომ არ ხელყოს სხვისი სიცოცხლე (ფსალმ. 51:14). იხილეთ „საგუშაგო კოშკის“ 2017 წლის ივლისის „მკითხველთა შეკითხვები“.
9. გახსენების საღამოს კამპანია 2 მარტს, შაბათს იწყება
(5 წთ.) უხუცესის მოხსენება. აუდიტორიას მიაწოდე ინფორმაცია, რისი გაკეთება იგეგმება თქვენს ტერიტორიაზე კამპანიის პერიოდში. აგრეთვე აღნიშნე, სად და როდის წარმოითქმება სპეციალური მოხსენება და ჩატარდება გახსენების საღამო. შეახსენე მაუწყებლებს, რომ მარტსა და აპრილში შეუძლიათ დამხმარე პიონერობის 15-საათიანი ნორმა შეასრულონ.
10. კრების ბიბლიის შესწავლა
(30 წთ.) bt თავი 6 ¶9—17